"მესამე კლასის მოსწავლის (8 წლის ბავშვის!) ერთი დღის დავალებები: 60 მაგალითი მათემატიკაში, 30 წინადადება ინგლისურში დასაწერად, გაუგებარი ტექსტი მოსაყოლად ქართულში... მერე გვიკვირს, რატომ აღარ აქვთ მოტივაცია და არ უყვართ სკოლა?" - მშობლები

"მესამე კლასის მოსწავლის (8 წლის ბავშვის!) ერთი დღის დავალებები: 60 მაგალითი მათემატიკაში, 30 წინადადება ინგლისურში დასაწერად, გაუგებარი ტექსტი მოსაყოლად ქართულში... მერე გვიკვირს, რატომ აღარ აქვთ მოტივაცია და არ უყვართ სკოლა?"

2025-02-08 10:32:29+04:00

ეს შეწუხებული მშობლის წერილია, რომელიც ამავდროულად განათლების სფეროში მუშაობს და შეწუხებულია სწავლების იმ სისტემით, რაც ამჟამად არის:

"მესამე კლასის მოსწავლის (8 წლის ბავშვის!) ერთი დღის დავალებები:
10 ინგლისური წინადადება გადასაყვანი კითხვითში და უარყოფითში. ანუ სულ 30 (!) წინადადება. და სასწავლად დიალოგები.
მათემატიკაში 60 (!) მაგალითი (ხან - მეტიც) და ორი ამოცანა. ამ 60-დან მინიმუმ 20 ორ-ორი ქვემაგალითით დასაწერი და მინიმუმ 40 ცალკე ფურცელზე ქვეშმიწერით გასაკეთებელი... დიდი ფიქრიც რომ არ სჭირდებოდეს და ეადვილებოდეს მათემატიკა, წარმოგიდგენიათ ამდენი რამის უბრალოდ ჩამოწერა მინიმუმ 4 ფურცელზე?
ქართულში გარდა დასაწერისა, ამ ასაკისთვის გაუგებარი, ურთულესი და უვრცელესი ტექსტები, რომელთა კითხვაც კი უჭირს, არათუ გაგება, - მოსაყოლად (!).
და პლუს რაიმე კიდევ სხვა საგნიდან...
სახელმძღვანელოების შემქმნელების უმრავლესობას ხომ არ უყვარს ბავშვები და საერთოდ არ ფიქრობენ მათზე, მაგრამ მათი საყვარელი პედაგოგებიც კი ასე იქცევიან. ბრმად მიჰყვებიან ინსტრუქციებს და სრულიად არ იაზრებენ თითოეულ პატარა ბავშვს, რომელიც უთენია, 7-8 საათზე წამომხტარი, უძლებს სკოლაში მინიმუმ 5 მოსაწყენ გაკვეთილს, მერე მიდის სახლში, სხვადასხვა და ხშირად არა იდეალური პირობებით, სხვადასხვა და ხშირად არა იდეალური ოჯახური მდგომარეობით, დაჯდება და საათობით იწყებს დავალებების ამოხსნას (რომლებიც ბევრ ქვეყანაში საერთოდ ამოიღეს პრაქტიკიდან ან მინიმუმამდე შეამცირეს)... 20-30 წუთში ისეა დაღლილი და გაღიზიანებული, დავალება კი არა, არაფერი აღარ უნდა და თუ პასუხისმგებლობა კიდევ შერჩა, ოცნებობს, რომ ხვალ სკოლაში არ გაუშვან, თუ აღარ შერჩა - უბრალოდ ანებებს თავს მეცადინეობას...
და მერე გვიკვირს, რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა, რატომ ეზარებათ სწავლა და არ აქვთ მოტივაცია?
მასწავლებლებს უნდა უყვარდეთ ჯერ სკოლა და ბავშვები და მათ, ვინც ამ მასწავლებლებს უწესებს ასეთ გაუგებარ ინსტრუქციებს და უქმნის რუტინულ პირობებს..... თუმცა ამ ქვეყანაში არც არასოდეს უყვარდათ ბავშვები და არც არასოდეს ითვალისწინებდნენ. ეს დანგრეულ სკოლებზეც კარგად ჩანს და გაუგებარ და გაურკვეველ ახალ-ახალ "რეფორმებზეც"..."
რა აძულებს ბავშვებს სწავლასა და სკოლას: ამიტომაც მაღალ კლასებში ვიღებთ გადაღლილ, სწავლაზე ხელჩაქნეულ, უემოციო და ინტერესდაკარგულ ბავშვებს , რომლებსაც ერთი სული აქვთ მალე გააღწიონ სკოლიდან

მშობლების უმრავლესობა ვერ ეხმარება შვილს დავალებების შესრულებაში. ზოგმა სიტყვის დამარცვლა არ იცის და ზოგს ამოცანა მაგალითი ჰგონია - რატომ სჭირდებათ რეპეტიტორები დაწყებითი კლასების ბავშვებს
ბავშვი 6 საათი სკოლაშია, 3 საათი დავალებებს ამზადებს - 9 საათი გამოვიდა. დედ-მამას როდის დაელაპარაკოს? როდის დაიძინოს? შეიძლება, ბავშვებს საშინაო დავალებები არ მივცეთ
მასწავლებლებო, შეამცირეთ დავალებები, ბევრია... აარჩევინეთ ბავშვებს, რომლის გაკეთება ურჩევნიათ - შალვა ამონაშვილის რჩევები მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს
პედაგოგებო, ბავშვებს მიეცით დავალებები და არა ჩვენ, მშობლებს! დავიღალეთ! - მასწავლებლების დავალებებით შეწუხებული მშობლები