რა აძულებს ბავშვებს სწავლასა და სკოლას: "ამიტომაც მაღალ კლასებში ვიღებთ გადაღლილ, სწავლაზე ხელჩაქნეულ, უემოციო და ინტერესდაკარგულ ბავშვებს , რომლებსაც ერთი სული აქვთ მალე გააღწიონ სკოლიდან" - მშობლები

რა აძულებს ბავშვებს სწავლასა და სკოლას: "ამიტომაც მაღალ კლასებში ვიღებთ გადაღლილ, სწავლაზე ხელჩაქნეულ, უემოციო და ინტერესდაკარგულ ბავშვებს , რომლებსაც ერთი სული აქვთ მალე გააღწიონ სკოლიდან"

2025-02-09 09:00:49+04:00
ბევრი მშობელი წუხს, რომ მოსწავლეებს, მათ შორის დაწყებითი კლასების ბავშვებს, სკოლებში ძალიან ბევრ დავალებებს აძლევენ. დროში უსაშველოდ გახანგრძლივებული, რთული დავალებები კი ბავშვებში მალე იწვევს გადაღლას, ინტერესის დაკარგვას და სწავლაზე გულის აცრუებას. რამდენ ხანში ამზადებენ თქვენი შვილები საშინაო დავალებებს და რამდენად უადვილდებათ? - ამ შეკითხვით მშობლებს მივმართეთ. გთავაზობთ მათ პასუხებსა და მოსაზრებებს.
  • "მასალა არის კატასტროფა, ასაკისთვის შეუსაბამო, ურთულესი წინადადებები, რომლებიც სულ 2-3 სიტყვაში უმარტივესად გადმოიცემა . მასალაში არათანმიმდებრულობა და უამრავი აფსურდი. მოკლედ, მასალა არის ყველაფერზე და საბოლოოდ ვერაფერს სწავლობენ ანუ სრული დომხალია."
  • "მე და საზოგადოება და ბუნება , განსაკუთრებით მესამე კლასელისითვის, ურთულესია.ეს საშინელი კომლექსურები დამატებით".
  • "უმრავლესობა მშობლები ითხოვენ დავალებების რაოდენობას. "საჭირო რომ არ იყოს, სახელმძღვანელოში არ დაიწერებოდა" მსგავსი პრეტენზიებით მიმართავენ არა მხოლოდ მასწავლებელს, დირექციამდეც აღწევს მოთხოვნები. ვფიქრობ, მსგავსი სიტუაციის მსხვერპლია მასწავლებელი."
  • "ამზადებენ ბავშვებს საამქროებში თავაუღებლად მუშაობა რომ შეძლონ საათობით კონვეიერზე."
  • "სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, თუ პედაგოგი ნაკლებ დავალებას აძლევს, ის არ არის კარგი მასწავლებელი (ყველას არ ეხება). პირადად ჩემი მიდგომა სხვაგვარია. ერთ იგავს გავიხსენებ: ნავი ისე არ უნდა დატვირთო, რომ ჩაიძიროს. მეორე კიდევ - "პარასკევია და მეტი დავალება გექნებათ" - პირიქით, ამ დღეს ყველა მოსწავლეს ნაკლები დავალება უნდა ჰქონდეს, რომ დაისვენოს და ახალი ენერგიით დაბრუნდეს სკოლაში ლაღი და თავისუფალი."
  • "ამიტომაც მაღალ კლასებში ვიღებთ გადაღლილ, სწავლაზე ხელჩაქნეულ, უემოციო და ინტერესდაკარგულ ბავშვებს , რომლებსაც ერთი სული აქვთ მალე გააღწიონ სკოლიდან."
  • "ბევრ მშობელს ვიცნობ, რომ ბევრ დავალებას ითხოვს ერთმა თქვა "აბა სახლში სხვა რა უნდა აკეთოსო".
  • "მესამე კლასელის მშობელი ვარ და ნამდვილად ბევრი დავალებებია, პლუს, ბევრი რაღაცის სწავლა ნაადრევად დაიწყეს, მაგალითად ბრუნვა, ვეფხისტყაოსნის ტექსტებსაც ეპარებიან ნელ- ნელა და გამრავლების ტაბულა ( ყველაზე ცუდი ისაა რომ 1 კვირიანი ვადაც არ აქვს ჩემს შვილს, დაეუფლოს კონკრეტულ ციფრზე გამრავლებას, ყოველდღე ახალ ციფრს სთხოვენ. ძალიან უკმაყოფილო ვარ და თერაპიებზე ბავშვები რომ მიზიარებენ თავიანთ აზრებს, თითქმის 95%-ს სკოლა არ უყვარს."
  • "შეუძლებელია ყველა დავალება რასაც აძლევენ, შეასრულოს მოსწავლემ... ამიტომ უწევთ შერჩევითად გაცხრილონ შესაძლებელი და შეუძლებელი...ურთულესი და გაუგებარი ტექსტებით დაწერილი ყველა საგნის წიგნი. მაგალითად სამოქალაქო. როგორი საჭირო და გამოსადეგია საკითხებია მოზარდისთვის ადაპტაციისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი რთული ტექსტებითაა შედგენილი, იურისტისთვისაც კი რთულია გააზრება, არათუ მოსწავლისთვის და ასეა თითქმის ყველა საგანში. მოდი და ამ დომხალიდან გამოიტანე მერე აზრი"
  • "ზოგიერთი სკოლის მასწავლებლებს უყვართ ბევრი დავალების მიცემა. დამატებით სავარჯიშოების და წიგნების შემოტანა 1 კლასიდანვე. მიყვებიან მშობლები პირველ მეორე კლასელებს რამდენი დავალება აქვთ და სკოლის გარდა კიდევ დამატებით წიგნებით გადიან. დაწყებით კლასებში სწავლა უნდა იყოს ბავშვისთვის სახალისო."
  • "ყველაფერში აქვთ საწერი როგორც წიგნიდან, ასევე ინტერნეტში მოსაძიებელი. გამომდინარე აქედან, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ვერ ართმევენ თავს მშობლის დახმარების გარეშე. დაწყებით კლასებში ისეთ მაკეტებს აძლევენ დავალებად, რომელსაც ხშირად, მშობელიც კი ვერ ასრულებს. საბოლოოდ კი ვიღებთ იმას რომ ბავშვებს სწავლას დასაწყისშივე ვაძულებთ და საბოლოო მიზანი მიუღწეველი რჩება."
  • "სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეზე დადის ყოველ დღე, შინ ბრუნდება გვიან, ცხრა-ათის საათის შემდეგ წასაკითხს ძლივს ასწრებს ყველა საგანში, პლიუს რაშიც ემზადება, იმასაც მეცადინეობს ყოველდღიურად. წერით დავალებებს, ლექსების დაზეპირებას ფიზიკურად ვერ ასწრებს და ვერც დროულად დაძინება-გამოძინებას."
  • "მე-5 კლასშია. ახლა დაიწყო რუსული. ჯერ ასოც არ იცის და გადაბმით წერეთო. როცა მოყოლა უნდა და ყვება, ეგრევე აწყვეტინებს მასწავლებელი,ინგლისურს რაც შეეხება, ზის ჩანთით ხელში და ელოდება ზარს. სწავლა ეზიზღება, მე კი არააადეკვატური ვხდები."
  • "მესამე კლასელია. Ძალიან სწრაფად და დამოუკიდებლად ამზადებს. რაც მᲗავარია სწორად"
  • "თუ სტადიონზე გაშვებას დავპირდი, ერთ საათში, ისე მთელი დღე უნდება".
  • "მეშვიდე კლასელი მეორე ცვლა რომ იქნება, აი, რა უნდა მოასწროს. საშინელებაა. გვიანობამდე გვიწევს მეცადინეობა. შესაბამისად, წრეებზე სიარულიც გვიჭირს, რადგან იმ დღეს, როცა რამე აქვს დამატებით ,ფაქტიურად ღამის თენება გვიწევს."
  • "ძალიან სწრაფად ამზადებს . საერთოდ არ სჭირდება ჩემი დახმარებაა . ვცდილობ რამოდენჯერმე წაიკითხოს და ჩავიბარო. ძირითად ვიბარებ, ვიდრე ვეხმარები."
  • "ინდივიდუალურია, უფროსი უჭკვიანესია, არასოდეს დავხმარებივარ, მოკლე დროში სწავლობდა რამდენიმე საგანს. პატარა მესამე კლასშია და კითხვა ვერ ვასწავლე, მეთოდი ვერ შევურჩიე."
  • "მოვა, დადებს ჩანთას, დილას წაიღებს, ათიანი მოაქვს. არ ხსნის, ხალხო, ჩანთას, უნიჭიერესია და ზარმაცი. თუ გადავფსიხდი, გახსნის, ამოალაგებს."
  • "მე -3 და მე-4 კლასელები არიან. მათემატიკას ზუსტად 10 წუთში აკეთებენ და დანარჩენის გახსენება აღარც მინდა, სისხლი გამითეთრდა".
  • "საქართველოში 3-4 საათი უნდებოდა, თან საუკეთესო პედაგოგის დახმარებით და უდიდესი შრომის ფასად. ამერიკაში 2 საათში( ისიც თუ მათემატიკა აქვს ,თუ არადა უფრო მალე). ამოისუნთქა ბავშვმა და დაულაგდა ნერვული სისტემა. ამდენს უაზროდ არ აჯღაბნინებენ და არ აზუთხინებენ".
  • "მათემატიკა და ინგლისური ძალიან სწაფად და რაც წასაკითხი და მოსაყოლია, ერთი საათი".
  • "თუ მოინდომა, დაჯდება და გულიანად იმეცადინებს,თუ ეზარება, იმ დღეს მე აღარ ვვარგივარ.3-4 საათი სჭირდება. ვებრძვი მობილურს,დამღალა."
  • "ძალიან უჭირს. ვეხმარები იმ საგნებში, რაც მესმის. ურთულესი პროგრამაა. რა საჭიროა ასეთი პროგრამა, არ მესმის, თუ ბავშვი ვერ დაძლევს და თან არაა საჭირო. თუნდაც მათემატიკა....ვინც გაყვება იმ კონკრეტულ საგანს, იმას ასწავლონ გაძლიერებულად. დანარჩენისთვის რა საჭიროა."
  • ძილს და ჭამას თუ არ ჩავთვლით, დანარჩენი დრო სულ მეცადინეობას სჭირდება. 4 კლასი. (უკვე ვეღარ იტანენ კითხვას).
  • "თუ მთელი ოჯახი ვართ მობილიზებული ორ საათამდე ომით ჩხუბით."
  • "რამდენ ხანში ამზადებენ ერთია და რამდენად ხარისხიანად - მეორე."
  • "მე-7 და მე-11 მყავს. დღეში 2 სთ თუ ექნებათ თავისუფალი დრო, შაბათ კვირაც იგულისხმება."
  • მთელი დღე დავსდევ , ამ დროს 1 საათი ჭირდება ყველა დავალების დასაწერად, მე- 3 კლასელია.
  • "ჩემი შვილიშვილი ერთი წაკითხვით სწავლობს ლექსსაც და მოთხრობასაც, ნებისმიერ საგანში..მაგრამ,იმ ერთხელაც რომ წაიკითხოს,მთელი დღე დავსდევ".
  • "მე და საზოგადოება და ბუნება , განსაკუთრებით მესამე კლასელისითვის, ურთულესია.ეს საშინელი კომლექსურები დამატებით".
  • "უმრავლესობა მშობლები ითხოვენ დავალებების რაოდენობას. "საჭირო რომ არ იყოს, სახელმძღვანელოში არ დაიწერებოდა" მსგავსი პრეტენზიებით მიმართავენ არა მხოლოდ მასწავლებელს, დირექციამდეც აღწევს მოთხოვნები. ვფიქრობ, მსგავსი სიტუაციის მსხვერპლია მასწავლებელი."
  • "ამზადებენ ბავშვებს საამქროებში თავაუღებლად მუშაობა რომ შეძლონ საათობით კონვეიერზე."
  • "სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, თუ პედაგოგი ნაკლებ დავალებას აძლევს, ის არ არის კარგი მასწავლებელი (ყველას არ ეხება). პირადად ჩემი მიდგომა სხვაგვარია. ერთ იგავს გავიხსენებ: ნავი ისე არ უნდა დატვირთო, რომ ჩაიძიროს. მეორე კიდევ - "პარასკევია და მეტი დავალება გექნებათ" - პირიქით, ამ დღეს ყველა მოსწავლეს ნაკლები დავალება უნდა ჰქონდეს, რომ დაისვენოს და ახალი ენერგიით დაბრუნდეს სკოლაში ლაღი და თავისუფალი."
  • "ამიტომაც მაღალ კლასებში ვიღებთ გადაღლილ, სწავლაზე ხელჩაქნეულ, უემოციო და ინტერესდაკარგულ ბავშვებს , რომლებსაც ერთი სული აქვთ მალე გააღწიონ სკოლიდან."
  • "ბევრ მშობელს ვიცნობ, რომ ბევრ დავალებას ითხოვს ერთმა თქვა "აბა სახლში სხვა რა უნდა აკეთოსო".
  • "მესამე კლასელის მშობელი ვარ და ნამდვილად ბევრი დავალებებია, პლუს, ბევრი რაღაცის სწავლა ნაადრევად დაიწყეს, მაგალითად ბრუნვა, ვეფხისტყაოსნის ტექსტებსაც ეპარებიან ნელ- ნელა და გამრავლების ტაბულა ( ყველაზე ცუდი ისაა რომ 1 კვირიანი ვადაც არ აქვს ჩემს შვილს, დაეუფლოს კონკრეტულ ციფრზე გამრავლებას, ყოველდღე ახალ ციფრს სთხოვენ. ძალიან უკმაყოფილო ვარ და თერაპიებზე ბავშვები რომ მიზიარებენ თავიანთ აზრებს, თითქმის 95%-ს სკოლა არ უყვარს."
  • "შეუძლებელია ყველა დავალება რასაც აძლევენ, შეასრულოს მოსწავლემ... ამიტომ უწევთ შერჩევითად გაცხრილონ შესაძლებელი და შეუძლებელი...ურთულესი და გაუგებარი ტექსტებით დაწერილი ყველა საგნის წიგნი. მაგალითად სამოქალაქო. როგორი საჭირო და გამოსადეგია საკითხებია მოზარდისთვის ადაპტაციისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი რთული ტექსტებითაა შედგენილი, იურისტისთვისაც კი რთულია გააზრება, არათუ მოსწავლისთვის და ასეა თითქმის ყველა საგანში. მოდი და ამ დომხალიდან გამოიტანე მერე აზრი"
  • "ზოგიერთი სკოლის მასწავლებლებს უყვართ ბევრი დავალების მიცემა. დამატებით სავარჯიშოების და წიგნების შემოტანა 1 კლასიდანვე. მიყვებიან მშობლები პირველ მეორე კლასელებს რამდენი დავალება აქვთ და სკოლის გარდა კიდევ დამატებით წიგნებით გადიან. დაწყებით კლასებში სწავლა უნდა იყოს ბავშვისთვის სახალისო."

მესამე კლასის მოსწავლის (8 წლის ბავშვის!) ერთი დღის დავალებები: 60 მაგალითი მათემატიკაში, 30 წინადადება ინგლისურში დასაწერად, გაუგებარი ტექსტი მოსაყოლად ქართულში... მერე გვიკვირს, რატომ აღარ აქვთ მოტივაცია და არ უყვართ სკოლა?