"დღეს ჩემი მაგარი გოგოს დაბადების დღეა! 20 წელი ერთად!" - ზურა ხაჩიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს - მშობლები

"დღეს ჩემი მაგარი გოგოს დაბადების დღეა! 20 წელი ერთად!" - ზურა ხაჩიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

2025-02-09 12:23:06+04:00

დღეს ხათუნა ჟორდანიას დაბადების დღეა. მეუღლე - ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ულოცავს საოჯახო ფოტოებით და შემდეგი ტექსტით:

"დღეს ჩემი მაგარი გოგოს დაბადების დღეა!
ღმერთმა ჯანმრთელობა,წყალობა და სიკეთე არ მოგაკლოს!
ხათუნა გილოცავ დაბადების დღეს!
20 წელი ერთად".
476464479-1245662636927094-1373303385993098011-n-1739089768.jpg
477029263-1245662633593761-6486504475490116058-n-1739089769.jpg
წყვილი 20 წელია ერთად არის. თანაცხოვრებისას შეეძინათ ქალიშვილი ანასტასია. ხათუნას კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი ნინი ქარსელაძე. ოჯახის წევრები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორი მყარი და ემოციური ურთიერთობა აქვთ. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა რთულ პერიოდში, როდესაც ხათუნა ჟორდანია სიმსივნეს ებრძოდა. განსაკუთრებული მზრუნველობა ამ დროს გამოიჩინა ხათუნას ქალიშვილმა ნინიმ, რომელიც თავად აკონტროლებდა დედის გამოჯანმრთელების გზას, დაჰყავდა თურქეთში სამკურნალოდ და ყველანაირად გვერდში ედგა.
"როგორც კი ნინი გავაჩინე, მივხვდი, რომ ის ჩემი მფარველი ანგელოზია. მაშინვე ვიცოდი, რომ ღმერთმა ის ცხოვრებაში იმისთვის გამომიგზავნა, რომ ბედნიერი ვიყო. თუმცა, ავადმყოფობის დროს მის ფასს განსაკუთრებით მივხდი. ზურა უბრალოდ დაიბნა, მოტყდა, ამ ავადმყოფობასთან უსუსურად გრძნობდა თავს. მახსოვს, ხშირად მომიჯდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა: "მე რატომ არ დამემართა ეს ყველაფერი?! დაბნეული ვარ, რა ვქნა, არ ვიცი." ამ დროს ჩვენს ოჯახში, ალბათ, ნინი ყველაზე მაგარი იყო. ყველაფერს ის გეგმავდა, ყველაფერს ის აკეთებდა... ჩემს ცხოვრებაში ერთი დღე იყო განსაკუთრებით მძიმე. არ ვიცოდით და თურმე, ფილტვში წყალი ჩამიდგა. მახსოვს, ვერ ვსუნთქავდი. ის დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სასუნთქი ბალიშები მომიტანეს. დაღლილობისგან ვეღარც ვწვებოდი, ვეღარც ვჯდებოდი. ბოლოს რაღაც პოზა ვიპოვე. მახსოვს, დილით რომ გავიღვიძე, ნინი იჯდა, მე ვყავდი ჩახუტებული და სასუნთქი ბალიშები ეკავა ხელში, რომ ეკონტროლებინა - როცა დამთავრდებოდა, უნდა გამოეცვალა. მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი მფარველი ანგელოზია...

ხშირად არის კითხვები: რა არის სიყვარული? რა არის ბედნიერება? მე მივხვდი, ბედნიერება არის ის, რომ ღმერთმა ცხოვრებაში ზურა გამომიგზავნა. ბედნიერი ქალი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ორი ასეთი მზე მყავს, როგორებიც ნინი და ანასტასია არიან", - აღნიშნა ხათუნამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

296282352-10225033908007608-8842777163194859864-n-1732303520.jpg
მოგმართავთ თქვენ, იმ (არა)ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ, ჩემს შვილ ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!!!! თქვენ ერთხელ უკვე სცადეთ ჩემი მოკვლა, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე! - ხათუნა ჟორდანია
აღმოჩნდა, რომ სხვა ქალი გაჩნდა ზურას ცხოვრებაში. ქეთა თოფურიაზეა საუბარი... ქეთა მაშინ ძალიან პატარა იყო - ხათუნა ჟორდანიას გულახდილი ნაამბობი პირად ცხოვრებაზე და შვილებზე