პრინცი ჰარი უკვე ტრამპსაც ეცოდება: "თავს ვანებებ, თავისი პრობლემებიც ეყოფა, საშინელი ცოლი ჰყავს" - მშობლები

პრინცი ჰარი უკვე ტრამპსაც ეცოდება: "თავს ვანებებ, თავისი პრობლემებიც ეყოფა, საშინელი ცოლი ჰყავს"

2025-02-09 15:11:00+04:00

სანამ მსოფლიო პრინც ჰარის და მეგან მარკლის შესაძლო განქორწინებაზე მსჯელობდა, წყვილი დონალდ ტრამპმაც ახსენა. ეს The New York Post-ის ჟურნალისტებთან საუბარში მოხდა, რომლებმაც შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს ჰკითხა, აპირებდა თუ არა დაპირების შესრულებას და ბრიტანელი პრინცის ამერიკიდან გაძევებას.

„არ მინდა ამის გაკეთება. თავს ვანებებ. მას უკვე აქვს საკმარისი პრობლემები მეუღლესთან. ის საშინელი ქალია", - თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპისა და მეგან მარკლის დაპირისპირება უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ყველაფერი 2016 წელს, ტრამპის პირველი საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. მსახიობმა ყველას მოუწოდა ხმა მისი მოწინააღმდეგესთვის, ჰილარი კლინტონისთვის მიეცათ და ბიზნესმენი "ქალთმოძულეობასა" და "დაპირისპირების" გამაღვივებელ განცხადებებში დაადანაშაულა. ამ განცხადებიდან სამი წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პატივსაცემად ლონდონში დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გალა მიღება გამართა. პრინც ჰარის მეუღლემ უარი თქვა დასწრებაზე, მიზეზად კი ახალშობილ არჩისთან ყოფნა დაასახელა. იმ დროს ტრამპმა სკანდალი არ მოაწყო, მაგრამ მეგანს წარმატება უსურვა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის როლში და იმედი გამოთქვა, რომ „ძალიან კარგი ამერიკელი პრინცესა“ იქნებოდა.

ეს ასე არ მოხდა, პირიქით - სასექსის ჰერცოგებმა უარი თქვეს სამეფო მოვალეობებზე და დიდი ბრიტანეთი ფინანსური დამოუკიდებლობისა და პროტოკოლის მიღმა ცხოვრების შესაძლებლობის მოსაპოვებლად დატოვეს. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, რომლის განმავლობაშიც წყვილი არაერთხელ გაეხვა სკანდალურ ამბებში. ერთ-ერთი მათგანია ჰარის მემუარები, სადაც მან ნარკოტიკების მოხმარება აღიარა.

სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დაიწყო აშშ-ში საუბარი პრინცის ამერიკული ვიზის მიღების კანონიერებაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარის ეს გარემოებები უნდა გაემჟღავნებინა საბუთების წარდგენისას. რაც, დიდი ალბათობით, არ გაუკეთებია. ამასთან, ტრამპმა, რომელმაც არალეგალური ემიგრანტების დეპორტაციის ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ ბრიტანელ პრონცს ქვეყნიდან გააძევებდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ამის საფრთხე აღარ არსებპბს - მეფე ჩარლზ III-ის უმცროს ვაჟს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს.