რა შეღავათები და ფასდაკლებები ეკუთვნით სტუდენტებს - ბევრმა მათგანმა ამის შესახებ არ იცის - მშობლები

რა შეღავათები და ფასდაკლებები ეკუთვნით სტუდენტებს - ბევრმა მათგანმა ამის შესახებ არ იცის

2025-02-11 11:59:18+04:00

თბილისის მასშტაბით არაერთი საინტერესო მუზეუმი, გალერეა და ლამაზი სივრცეა, რომელთა შესახებაც შესაძლოა, ბევრმა სტუდენტმა არ იცოდეს. სხვადასხვა სივრცეში მათთვის, ფასის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შეღავათებიცაა. დღეს რამდენიმე საინტერესო ადგილის შესახებ მოგაწოდებთ ინფორმაციას:

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი - ზრდასრულებისთვის ბილეთის ფასი 5 ლარი, მოზარდებისა და სტუდენტებისათვის კი - 2 ლარია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმში - მოზრდილებისათვის ბილეთის ფასი 15 ლარია, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის კი - 2 ლარი. შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და თანმხლები 1 პირისთვის; 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის; სოციალურად დაუცველ პირთათვის; საბავშვო და სასკოლო ჯგუფის თანმხლები პედაგოგისათვის;

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - მოზრდილი ადამიანისათვის ბილეთის ფასი 8 ლარი,ა მოსწავლეს, სტუდენტს, პენსიონერს 2 ლარად შეუძლიათ, შესვლა.

თბილისის ისტორიის მუზეუმი - ბილეთის ფასი 5 ლარი, მოსწავლეს, სტუდენტს, პენსიონერს - 2 ლარად შეუძლიათ, შესვლა.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლარი., უფროსები – 10 ლარი.

თბილისის ღვინის მუზეუმი: ბილეთის ფასი: საქართველოს მოქალაქისთვის - 10 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - 15 ლარი. გიდი უფასოა. სკოლის მოსწავლე - 5 ლარი, სტუდენტი - 8 ლარი.

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 1 ლარი, უფროსები – 5 ლარი.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი: საქართველოს მოქალაქეებისთვის - 15 ლარი, სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, პენსიონერი - 8 ლარი. მუზეუმში შესვლა უფასოა 12 წლამდე ბავშვებისთვის, შშმ პირებისა და ICOM-ის წევრებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი:

  • უფროსებისთვის: 4 ლარი
  • სტუდენტებისთვის: 1 ლარი
  • მოსწავლეებისთვის: 50 თეთრი
  • საოჯახო ბილეთი - 8 ლარი
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის: უფასო

თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემდეგი მუზეუმები შედის: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი - თუმცა აქ რეექსპოზიციის პროცესი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში გვითხრეს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში უფროსებისთვის ბილეთის ფასი 10 ლარია, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კი - 2-2 ლარი. გაერთიანებაში შემავალ სხვა მუზეუმებში ზრდასრულთათვის ბილეთის ფასი 5 ლარი, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის 2 ლარია.

საბაგირო რიყეზე 2,5 ლარი, კუს ტბის მიმართულებით კი 1 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტით შეღავათით სარგებლობენ და სტუდენტის ბარათით გადახდის შემთხვევაში, გადასახადი 20 თეთრია.

თამარ იაკობაშვილი