ცნობილი თაღლითი ქალი, რომელიც თავს დიდგვაროვან ასაღებდა და ხალხს ფულს სძალავდა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოვიდა, ფეხზე ელექტროსამაჯურით - ანა დელვიმ კვლავ აალაპარაკა საზოგადოება - მშობლები

ცნობილი თაღლითი ქალი, რომელიც თავს დიდგვაროვან ასაღებდა და ხალხს ფულს სძალავდა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოვიდა, ფეხზე ელექტროსამაჯურით - ანა დელვიმ კვლავ აალაპარაკა საზოგადოება

2025-02-11 13:35:16+04:00

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Elena Velez-ის ბრენდის ჩვენება 34 წლის ანა დელვიმ (სოროკინა) გახსნა. ქალი პოდიუმზე ბეწვით გაფორმებული მწვანე ტყავის კოსტიუმით გავიდა. თუმცა, ყველას ყურადღება ელექტრონულმა სამაჯურმა მიიპყრო, რომელიც მას ფეხზე ეკეთა. ანა დელვი შინაპატიმრობაში იმყოფება და ის თაღლითობასა და დიდი თანხის მითვისებაშია ბრალდებული.

ana-delvi-21-1739267535.jpg

რამდენიმე დღით ადრე კი ანა დელვი Christian Cowan-ის შოუზე იყო მიწვეული. პირველ რიგებში მის გვერდით სუპერმოდელი კოკო როშა იჯდა.

ანა დელვი მოსკოვში დაიბადა, 2013 წელს კი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. ის ნიუ-იორკში საკუთარ თავს მდიდარ გერმანელად ასაღებდა. 2019 წელს ქალს ბრალი თაღლითობაში, გადასახადების გადაუხდელობაში, ბანკებიდან, რესტორნებიდან, კერძო პირებიდან 200 ათასი დოლარის მითვისებაში დასდეს და დააპატიმრეს.

ana-delvi-20-1739267549.jpg

ana-delvi-4-1739267570.jpg

დელვის დანაშაული 4-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა 2021 წლის დასაწყისში კარგი ყოფა-ქცევისთვის გაათავისუფლეს. 2022 წლის ოქტომბრიდან ანა შინაპატიმრობას მანჰეტენის საკუთარ ბინაში იხდის.

გასულ ზაფხულს, მისი დაკავების პირობები შემსუბუქდა: დელვის ახლა ნიუ-იორკში და მის შემოგარენში, სახლიდან 120 კილომეტრის რადიუსში გადაადგილება შეუძლია. თუმცა, ფეხზე ელექტრონული სამაჯური მუდმივად უნდა ეკეთოს.

ana-delvi-6-1739267591.jpg

ანას ამბავზე Netflix-მა სერიალი "Inventing Anna" გადაიღო. სერიალი "ემის" ჯილდოს სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ჰონორარი, 300 ათასი დოლარის ოდენობით, რომელიც ანას გადაუხადეს, მისგან დაზარალებულებს გადაუნაწილეს.

ana-delvi-23-1739267682.jpg

სინამდვილეში ანას მამა სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, დედა კი სასურსათო მაღაზიის ადმინისტრატორი იყო. ქალი კი მდიდარი ოჯახის მემკვიდრედ ასაღებდა თავს, ამბობდა, რომ საკუთარი ფონდი ჰქონდა და ადამიანებს მოტყუებით დიდ თანხას სძალავდა. 2010-იან წლებში კი თავს მხატვრად ასაღებდა და საკუთარ ნამუშევრებს დიდ თანხად ყიდდა.

en-01373533-2344-1739298905.webp

sddefault-1739298905.jpg

როგორც აღვნიშნეთ, ანას დანაშაული 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მაგრამ კარგი საქციელის გამო 2021 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს. ექვსი კვირის შემდეგ, იგი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო კვლავ დააპატიმრეს. ოქტომბრიდან სოროკინა მანჰეტენში შინაპატიმრობაში ცხოვრობს. თუმცა ეს არ უშლის ხელს, სხვადასხვა შოუში მიიღოს მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავების ცეკვებშიც მონაწილეობდა.

597a46d03956980c60e55a97f4363db1-cropped-666x822-1739298871.jpg

სასამართლოს ბრძანებით, სოროკინას სოციალური მედიის გამოყენება ეკრძალება. თუმცა, გადაწყვიტა, თავისი პლატფორმა შექმნას და საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია სხვებსაც გაუზიარონ.

გარდა ამისა, გეგმავს, შოუს გადაღება დაიწყოს და სახლში ცნობილი ადამიანები მიიწვიოს.