დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ინსულტით ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი კვდება. ინსულტის სამ ძირითად ფორმას შორის ყველაზე გავრცელებულია იშემიური ინსულტი, რომელზეც საერთო შემთხვევების დაახლოებით 85% მოდის. იშემიური ინსულტის მიზეზი თავის ტვინის არტერიების შევიწროება ან დახშობაა. თავად იშემიური ინსულტის გამომწვევ მთავარ მიზეზს კი ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი წარმოადგენს.
დეტალურად, თუ რა არის ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგი, ნეიროინტერვენციონისტი ქეთევან მიქელაძე გვესაუბრება.
- რას წარმოადგენს ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი?
- ბრაქიოცეფალური არტერიებისსტენოზი კისრისა და თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების შევიწროებაა. შევიწროების შედეგად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესი ფერხდება. სწორედ ამიტომ ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი წარმოადგენს გარდამავალი იშემიური შეტევის და იშემიური ინსულტის გამომწვევ მთავარ რისკფაქტორს.
გარდამავალი იშემიური შეტევა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი შეფერხებით არის გამოწვეული. შეტევა ერთ საათზე ნაკლებ დროში სრულდება. ამ დროს იშემიურ ინსულტთან შედარებით მსუბუქ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან თავის ტვინის უჯრედები ნაკლებად ზიანდება.
იშემიური ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად გამოწვეული ტვინის ქსოვილის დაზიანებაა. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ და სწრაფ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
- რა იწვევს თავად ბრაქიოცეფალურ არტერიების სტენოზს?
- ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ათეროსკლეროზული დაავადებაა. ამ დროს ხდება ლიპიდური ცვლის დარღვევა და ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების შიდა კედელში. შედეგად არტერიის კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქები წარმოიქმნება. ისინი ამცირებენ არტერიების გამტარობას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, აფერხებს სისხლმომარაგებასა და ჟანგბადის მიწოდებას სხვა შინაგანი ორგანოებისთვის, ეს კი მათ ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.
- გვესაუბრეთ იმ რისკფაქტორებზე, რომლებიც ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის განვითარებას უწყობს ხელს
როგორც ვისაუბრეთ, ამ დაავადების განვითარება უკავშირდება ლიპიდური ცვლის დარღვევასა და სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაგროვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მისი განვითარების რისკფაქტორები ცხოვრების არასწორ წესს უკავშირდება. ესენია:
როგორია დაავადების სიმპტომები?
ხშირ შემთხვევაში ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი გართულებების დადგომამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა,არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი უჩივის:
- რომელი კვლევების საფუძველზე ხდება ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის დიაგნოსტიკა?
ზოგადად, ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის დიაგნოსტიკა სხვადასხვა მეთოდით ხდება. კვლევის მეთოდს მკურნალი ექიმი პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე წყვეტს. ეს შეიძლება იყოს: ულტრაბგერითი დუპლექს-სკანირება, რენტგენო-კონტრასტული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.
- როგორ ხდება დაავადების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა?
- ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი განსხვავდება ხარისხობრივად. მკურნალობა ინიშნება დაზიანების ხარისხის შესაბამისად.
ჰერმოდინამიკურად უმნიშვნელო ან ზომიერი სტენოზის მკურნალობა შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობითა და ცხოვრების წესის ცვლილებით. მედიკამენტები გულისხმობს წნევის დამარეგულირებელ და ქოლესტერინის დონის შემამცირებელ პრეპარატებს. ცხოვრების წესის ცვლილებაში კი მოიაზრება: მოწევის შეწყვეტა, წონის კორექცია, ჯანსაღი კვება, მარილის შეზღუდვა და ვარჯიში.
რაც შეეხება ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის უფრო რთულფორმებს, ამ დროს ექიმები მიმართავენ ისეთ ინვაზიურ მანიპულაციებს, როგორიცაა კაროტიდული ენდარტერექტომია ან ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება. კაროტიდული ენდარტერექტომიის დროს ხდება დაზიანებული საძილე არტერიის ათეროსკლეროზული ფოლაქის მოცილება ღია ქირურგიული ჩარევით. ხოლო ბალონური ანგიოპლასტიკისა და სტენტირების დროს ექიმს კათეტერი შეჰყავს მენჯის არიდან და აფართოებს არტერიის დაზიანებულ ადგილს ბალონის საშუალებით. გაფართოებულ სისხლძარღვში იდგმება სტენტი, რომელიც უზრუნველყოფს არტერიის ხელახალი შევიწროების პრევენციას.
ესმკურნალობის თანამედროვე, დამზოგველი და მეტად ეფექტური მეთოდია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ მაღალტექნოლოგიური ტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით ხორციელდება.
R