მომღერალი მეუღლესთან, ჯეი ზისთან ერთად, სამ შვილს ზრდის. თუ გოგონები საზოგადოებაში უკვე ბრწყინავენ, ვაჟი იშვიათად თუ უნახავთ.
ჯეი ზი და ბეიონსე სამ შვილს ზრდიან - 13 წლის ბლუ აივის და 7 წლის ტყუპს, რუმის და სერს. რამდენიმე დღის წინ გოგონები მამასთან ერთად სუპერბოულს დაესწრნენ. ფანებს გაუხარდათ წამოზრდილი რუმის და უკვე მოზრდილი ბლუ აივის ნახვა, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ემსგავსება დედას. ასევე ცოტა ხნის წინ დები ბეიონსეს ერთ-ერთ კონცერტზე და შემდგომ მომღერალთან ერთად ინტერვიუშიც გამოჩნდნენ.
თუმცა ჯეი ზის და ბეიონსეს ერთადერთი ვაჟი კი ფანებს დიდი ხანია აღარ უნახავთ. სოციალური ქსელების მომხმარებლებს აინტერესებთ, რატომ არ აჩვენებენ ვარსკვლავები ბიჭს და რატომ მალავენ მას?
აღსანიშნავია, რომ ბლუ აივი დაბადების მომენტიდან, 2012 წლიდან, ყურადღების ცენტრში იყო, ხოლო უმცროს შვილებზე მშბლები იმდენ ხშირად აღარ საუბრობდნენ.
რეალურად, 2017 წლის ივნისში დაბადების შემდეგ, ტყუპი არასდროს გამოჩენილა მშობლებთან ერთად დაჯილდოების ცერემონიებზე ან კინოპრემიერებზე. ითვლება, რომ ეს დაკავშირებულია წყვილის სურვილთან, დაიცვან შვილების პირადი ცხოვრება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბეიონსემ განაცხადა, რომ საკუთარ გრაფიკს ისე აწყობს, რომ ყოველთვის შვილების გვერდით იყოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება.
"ერთადერთი, რასაც ძალიან გულმოდგინედ ვცილობ, ისაა, რომ ჩემს შვილებს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება შეეძლოთ და რაც შეიძლება მეტი პირადი სივრცე ჰქონდეთ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მათთვის ტვირთად არ გადაქცეულიყო. მაქსიმალურად ვეცადე, დავრჩენილიყავი ჩემი პრინციპების ერთგული და დამეცვა საკუთარი თავი და ჩემი ოჯახი", - განაცხადა მომღერალმა.
ფანებმა ტყუპები მხოლოდ გაკვრით შეძლეს ენახათ ბეიონსეს დოკუმენტურ ფილმებში "Homecoming" და "Making The Gift". ასევე ისინი გამოჩნდნენ მისი ტანსაცმლის ბრენდის Ivy Park სარეკლამო კამპანიებში.
თუმცა ბოლო დროს რუმი სულ უფრო ხშირად გამოდის საზოგადოებაში, ხოლო მისი ძმა სერი კვლავ ჩრდილშია. ბოლოს ფანებმა ბიჭი 2023 წელს გამოსულ ფილმში ნახეს.
ერთხელ მომღერლის მშობლებმა ტყუპს ხასიათზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სერის საჯარო ღონისძიებებზე არყოფნა დაკავშირებულია იმასთან, რომ ის "მშვიდი და წყნარია" და, როგორც ჩანს, სრულიად არ აინტერესებს ვარსკვლავური ცხოვრება. განსხვავებით თავისი შემოქმედებითი დებისგან, მას უფრო ზუსტი მეცნიერებები უყვარს.
შესაძლოა, ბეიონსეს შფოთვა უმცროსი შვილების მიმართ დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. მშობიარობის დროს, საშვილოსნოში, ერთ-ერთ ჩვილს რამდენჯერმე გული გაუჩერდა და ექიმებს გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩატარება მოუწიათ.