60 წლის მონიკა ბელუჩის შეცვლილი იმიჯი - ვარსკვლავი მეგობარ მამაკაცთან ერთად, გაღიავებული თმით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე - მშობლები

60 წლის მონიკა ბელუჩის შეცვლილი იმიჯი - ვარსკვლავი მეგობარ მამაკაცთან ერთად, გაღიავებული თმით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე

2025-02-14 08:40:28+04:00

ლეგენდარული მონიკა ბელუჩი ოქტომბერში გახდა 60 წლის, თუმცა უწინდებურად სილამაზის ეტალონია და ბრწყინვალედ გამოიყურება წითელ ხალიჩებზე.

ამჯერად "კარტიეს" საღამოზე გამოჩნდა, მეგობარ მამაკაცთან - რეჟისორ ტიმ ბარტონთან ერთად, საკმაოდ გაქერავებული თმით და შესანიშნავ ფორმაში.

snapinst-1739508318.app_477355034_18461653294068092_5337169481450448061_n_1080.jpg

snapinst-1739508318.app_479896346_18461708260068092_2898223883416692887_n_1080.jpg

მონიკა მეორე წელია ცნობილი რეჟისორის გვერდით ჩნდება. გამოჩენიდან მალევე ალაპარაკდნენ მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე, თუმცა წყვილი არ ადასტურებდა ერთად ყოფნის ფაქტს.

gd-ck8ga4aaxlaq-1720201742.jpg

2024 წლის ზაფხულში კი ჯერ მონიკა ბელუჩიმ აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ბარტონი მისთვის ძვირფასი ადამიანია: "რა უნდა ვთქვა... პირველ რიგში, მიხარია, რომ ამ ადამიანს შევხვდი. ეს ერთ-ერთი ის შეხვედრაა, რომელიც იშვიათად ხდება ცხოვრებაში. მე ვიცნობ ამ ადამიანს და მიყვარს". მერე კი ერთ-ერთი მორიგი გამოსვლისას ტიმმა საჯაროდ აკოცა მონიკას.

monika2-1739508504.jpg

ტიმ ბარტონი ერთხელ იყო დაქორწინებული მხატვარ ლენა გიზეკზე. შემდეგ 13 წელი ხვდებოდა მოდელ ლიზა მერის, 2001 წლიდან კი ჰელენა ბონემ კარტერთან ჰქონდა ხანგრძლივი რომანი. წყვილს ორი შვილიც გაუჩნდა. 2014 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.