"გიოზეც და ნინაზეც, მთელი ორსულობა ტოქსიკოზი მქონდა... ირაკლი ორივე მშობიარობას დაესწრო..." - ლიზა ჩიჩუა მშობიარობიდან ორ კვირაში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს - მშობლები

"გიოზეც და ნინაზეც, მთელი ორსულობა ტოქსიკოზი მქონდა... ირაკლი ორივე მშობიარობას დაესწრო..." - ლიზა ჩიჩუა მშობიარობიდან ორ კვირაში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

2025-02-14 09:23:00+04:00

31 იანვარს ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მეორე შვილი შეეძინათ. გიორგის შემდეგ მათ ოჯახში გოგონა გაჩნდა, რომელსაც ნინა დაარქვეს. მშობიარობიდან ორ კვირაში ლიზა გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.

თუ რამდენი კილო მოიმატა მეორე ორსულობის დროს, ეს ერთ-ერთი აქტუალური შეკითხვა იყო. "მგონი, 7. 60 კგ ვიყავი ბოლოს, როგორც მახსოვს, მე-9 თვეში. ფაქტობრივად, მხოლოდ მუცელი მქონდა".

რაც შეეხება ორსულობის სიმპტომებს და ტოქსიკოზს, ლიზას პასუხი ასეთია: "მთელი ორსულობის განმავლობაში ტოქსიკოზი მქონდა, 9 თვე, გიოზეც და ნინაზეც... მშობიარობა ორივეზე - ძალიან კარგი, ფიზიოლოგიურად".

ლიზას თქმით, ირაკლი ორივე მშობიარობას დაესწრო.

068b9360-62d0-4b4b-add0-a3124785d58d-1739510704.jpg

ლიზა ამბობს, რომ პატარა ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, თუმცა არ იცავს განსაკუთრებულ დიეტას. "ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ ზომიერად".

ასევე იყო შეკითხვა ძაღლზე, რომელიც ოჯახს ჰყავს და ლიზას თქმით, გიოს ძალიან უყვარს. ლიზა პატარა მიმის ფოტოსაც აქვეყნებს.

4ab7a8c6-7d7a-4794-8d8c-d083fb5f8ec0-1739510704.jpg

liza-1728750053.pngliza-1731904201.png

snapinst-1739511293.app_470951945_1114625316837155_8080447377956021831_n_1080.jpg