"ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე - მშობლები

"ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

2025-02-16 09:34:55+04:00

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება და ბინებით დაკმაყოფილება მოხდა. მისივე თქმით, ბავშვები გასახლებულ ერთ-ერთ მოქალაქის კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩაცვივდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ასევე ცნობილია, რომ ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

დაღუპული არასრულწლოვანები მეზობლები იყვნენ. ერთ დაღუპული გვარად შაინიძეა, მეორე კი ცეცხლაძე. განაგრძეთ კითხვა