“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი... მითხრეს, ხანგრძლივ პაემანზე სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი...“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ - მშობლები

“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი... მითხრეს, ხანგრძლივ პაემანზე სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი...“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ

2025-02-17 08:54:31+04:00

დეკანოზიგიორგი მამალაძე, რომელიც სამართალდამცველებმა 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის აეროპორტში დააკავეს, გადაცემა Post Factum-თან ინტერვიუში სკანდალური საქმის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, 7 წლიანი პატიმრობის პირობებში, ყველაზე რთული შვილებთან განშორება აღმოჩნდა.

"პირველ რიგში დავკარგე ის, რაც ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია - შვილები. დავტოვე პატარები, დამხვდნენ დიდები. გაუცხოება იყო, იმიტომ რომ პატარას საერთოდ არ ვახსოვდი ფიზიკურად. მხოლოდ ფოტოებით და რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყვნენ ბავშვები... არც ჩემი მეუღლე, არც თორნიკე, არც ჩემი მშობლები - ირგვლივ ვინც არის ჩემი ოჯახი, არაფერს აკლებდნენ... მაგრამ ერთია ეს და მეორეა, მამა.

7 წელი ისეთი პერიოდია, როცა მამა განსაკუთრებით საჭიროა. ჩემი უფროსი უკვე აბიტურიენტია, იმ 7 წლის განმავლობაში სხვანაირად იზრდებოდა. მეორე შვილიც 16 წლის არის. მათ კი ვახსოვდი, მაგრამ ურთიერთობები თავისთავად მძიმეა.

დამაცილეს ყველაფერს... ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში [მინდოდა ნახვა], მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი"... თორნიკეს და ჩემი ძმის გარდა, ოჯახის არც ერთი წევრი აღარ მინახავს,“ - განაცხადა დეკანოზმა. განაგრძეთ კითხვა