"გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ვარსკვლავი, უძვირფასესი და უნიჭიერესი ქალბატონი ბერტა ხაფავა", - წერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი. კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელსაც 2013 წელს მშობლიური თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბერტა ხაფავა მაყურებლისთვის ცნობილი ფილმებიდან "ნატვრის ხე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "სიყვარული ყველას უნდა" და ა.შ.