2025 წლის 1-ელი იანვრიდან პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შეიცვალა. კერძოდ, 2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებოდათ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ჯერჯერობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, როგორც წესი, ყოველ წელს, მარტის თვეში იწყება. დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებას, როგორც წესი, რეგისტრაციის პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისის თვეში ცხადდება ხოლმე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.
რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე. აუცილებელი დოკუმენტაციაა:
აღნიშნული დოკუმენტები ბაღში უნდა წარადგინოთ სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე. თუმცა, დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, ბაღები რეგისტრაციის დაწყების წინ გამოაქვეყნებენ.
თამარ იაკობაშვილი