მოსწავლეების უმრავლესობა რომ კერძო მასწავლებლებთან ემზადება და ბევრი მათგანი დაწყებითი კლასებიდანვე, სიახლე არავისთვისაა. პრაქტიკულად, ვერ შეხვდებით მშობელს, რომელიც სწავლების ხარიხსით კმაყოფილია. დავინტერესდით, უფრო რომელი საგანი უჭირთ ბავშვებს და ეს შეკითხვა მშობლებს დავუსვით. გთავაზობთ მათ პასუხებსა და მოსაზრებებს:
- "ნებისმიერი საგანი გაუჭირდებათ, თუ მასწავლებელი მცოდნე არ შეხვდათ, არ გააჩნია გადმოცემის უნარი და არ აქვს თანაგრძნობა მოსწავლეების მიმართ."
- "ჩემს შვილს ეგონა, რომ მათემატიკა არ უყვარდა, რადგან არესმოდა და ვერ ისწავლა, ,სანამ სწორ მასწავლებელთან არ მოხვდა"
- "ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია- პროგრამა არის არაადეკვატური ენით მოწოდებული, სტუდენტის ენით სკოლაში რომ ცდილობ, რამე გააგებინო ბავშვს- შანსი არ გაქვს, გამონაკლის ბავშვებს თუ არ ჩავთვლით. ან რა საჭიროა იმდენი ტერმინების რახარუხი, მარტივი პოპულარული ენით რატომ არ შეიძლება აუხსნან".
- "საგნის სირთულეზე მერე ისაუბრეთ, ბავშვები ტელეფონებში ღამენათევი რომ არ ივლიან სკოლაში და მერხზე ძილი არ მოუწევთ, გამოსაფხიზლებელს ჰგავს სკოლები..... ქართულიც იავნანად ესმით"
- "საშინელი სახელმძღვანელოების ბრალია, ისე უაზროდ არის შედგენილი, თითქოს რამდენიმე წყარო ედო წინ ავტორს და ზოგი საიდან ამოგლიჯა, ზოგი - საიდან. აზრის გამოტანა მე მიჭირს ხანდახან და ბავშვს რა უნდა მოვთხოვო".
- "ისტორია, ბუნება, გეოგრაფია. მე-7 კლასის ისტორიაში ჩავიხედე, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ტექსტები წერია და კითხვები კიდევ ციდან ჩამოფრენილი... ჰაერიდან მოტანილი... შესაცვლელია ყველაფერი... ბუნება და გეოგრაფია იგივე."
- "გააჩნია კლასს! მაღალ კლასებში ტექნიკური საგნები უჭირთ. რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინოების გამოყენებით უნდა ისწავლებოდეს და კეთებით სწავლების მეთიდით, ინტერესს უნდა აღძრავდეს... უჭირთ ზეპირად გააზრება ბავშვებს..რა ქნას მშობელმაც სახლში, ვინც არ იცის ან არ ახსოვს ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა და ვერ აუხსნის სათანადოდ."
- "მეხუთე კლასში ვეფხისტყაოსნის შემოტანას მიესალმებით? საწყალი ბავშვები ისე სწავლობენ, ვერც იაზრებენ... "
- "ბავშვების დიდ ნაწილს უჭირს უმარტვესი, ასაკის შესაბამისი ტექსტის გააზრებაც, აქედან გამომდინარე, გაუჭირდებათ ნებისმიერი საგანი. თუ კლასში ახსნილს სახლში არ ჩაუღრმავდებიან და განამტკიცებენ, რომელ შედეგზეა საუბარი, ხშირად მეხსიერების პრობლემაცაა..."
- "მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. მათემატიკა განსაკუთრებით დიდ მასალას აძლევს და ბავშვები ვერ ასწრებენ გააზრებას და ყველა ვერ მოემზადება მასწავლებელთან".
- "ფიზიკა ქიმია, თვალსაჩინოება არ აქვს, პრაქტიკული მეცადინეობა არ არსებობს , ესაა მიზეზი დიდწილად. ამავე დროს არაკომპეტენტური მასწავლებლები და ასევე, არ იციან შემდგომში რაში დასჭირდებათ ნასწავლი."
- "უცხო ენებიც არ ულხინთ, თუ არ მოემზადა, შეუძლებელია სწავლა,სამწუხაროდ".
- "არ უყვართ ის საგანი, რომლის მასწავლებელიც არ უყვართ."
- "არ უყვარს და უჭირს ბუნება. იმდენად გაუგებრად და უინტერესოდ არის შედგენილი სახელმძღვანელო".
- "ტექნიკური საგნები უფრო, მაგრამ ქართულიც და სხვა საგნებიც უჭირთ, თუ კარგად არ უხსნით პედაგოგი."
- "დაწყებით კლასებში ხშირად ბუნება უჭირთ, ცოტა ზემოთ - გეოგრაფია. ვფიქრობ დაზეპირება უწევთ, ვერ იგებენ, რუკაზე მუშაობას არ ასწავლიან."
- "უჭირს ბუნება. მესამე კლასში ისეთი პროგრამა აქვთ, დავიტანჯე ახსნით რა არის ფოტოსინთეზი, კოსმოსი, გალაქტიკა, თანამგზავრები."
- "ზოგადად ამ თაობას მგონია მოსმენა დამახსოვრების პრობლემა აქვთ. იმდენად ჭკვიანები არიან, თუ მოინდომებენ, ყველა საგანას აუღებენ ალღოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორიენტირებული არ არიან განათლების მიღებაზე, რაღაც სტიმული აკლიათ."
- "მეოთხე კლასშია ჩემი გოგო და მათემატიკა უჭირს კი არა, არ იცის! მაგრამ ყველა ვცდილობთ როგორმე ამოვწიოთ უმდაბლეს დონემდე, ძალიან რომ არ ჩამორჩეს. ვიცი, როგორ ასწავლიან ჩემს შვილს, მეც იგივე მასწავლებელი ასწავლიდა , მაგრამ ვერ სწავლობს, ვისი ბრალია?"
- "უჭირთ წაკითხული გააზრება ყველა საგანში"