" ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის... არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ძალიან გვიან გავიაზრე მისი გარდაცვალება" - ანასტასია გომელაური მამაზე - მშობლები

"ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის... არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ძალიან გვიან გავიაზრე მისი გარდაცვალება" - ანასტასია გომელაური მამაზე

2025-02-20 14:25:42+04:00

ცნობილ მსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს, რომელიც ადრეულ ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა, ორი შვილი დარჩა მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან ქორწინებიდან - ანასტასია და ჯეჯი გომელაურები.

gomelauri-1681386952-1740047632.jpg

74ecc5bb-c9d4-4ca7-aa13-7211f055ab20-1740047774.jpg

სწორედ ანასტასია სტუმრობდა ნანუკა ჟორჟოლიანს და მამის გარდაცვალებაზე ისაუბრა:

"არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ამან ჩემში შეცვალა ის, რომ მგონია, რომ გავიზარდე და თან ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის... ჩვენს შორის ახლა ძალიან პატარა სხვაობა გამოდის."

ნიკო ცხოვრებაშიც დაფასებული იყო. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია. ზედმეტად პირდაპირი იყო. სულ მქონდა რიდი. ძალიან გვიან გავიაზრე მისი გარდაცვალება, მიჭირდა დაჯერება, ამაზე ფიქრებიც დაბლოკილი მქონდ," - ამბობს ანასტასია.