პედოფილია, ძალადობა, ემიგრაცია, მარტოხელა დედობა, დედა დემენციის - დიაგნოზით, ეს ყველაფერი, კიდევ უამრავი სირთულე იყო და არის მის ცხოვრებაში... დღესანა ბარბაქაძეკანადაში შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს მისი ვიდეოები, სადაც ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის გოგო გულწრფელად ჰყვება თავის ცხოვრების შესახებ. იგი სხვა ადამიანებს გამოსადეგ რჩევებს უზიარებს და მათგანაც დიდი სიყვარულით სარგებლობს...
ანა ბარბაქაძე კანადიდან გვესაუბრა:
- ძალიან რთული ბავშვობა მქონდა. სულ გარიყულად ვგრძნობდი თავს. ადამიანები ვერ გვკადრულობდნენ, გასაკვირი არც არის, ვერც მე ვიღებდი ჩემს თავს. ვერ ვიღებდი იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობდი. ვერ ვხვდებოდი, ყველაფერი მე რატომ დამემართა ეს ყველაფერი. მე რატომ მეხება უცხო ბიძია იქ, სადაც არ მსიამოვნებს?! მე რატომ მიყვირის დედა ?! მე რატომ მასისხლიანებს მამა?! მე რატომ დამცინიან?! მე რატომ არ მემეგობრებიან?! მე რატომ მკლავენ?! მე რატომ არავის ვუყვარვარ?! კითხვებზე პასუხი არსად იყო, ტკივილი კი მრავლად გახლდათ. კითხვებზე ვერ გაცემული პასუხების გამო გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ყველაფერში ჩემ თავს ვადანაშაულებდი. ბავშვობაში თავს სიყვარულის უღირსად ვთვლიდი, მშობლებმა უპირობო სიყვარული არ გამიზიარეს, რადგან თავადაც არ ჰქონდათ, მათი მშობლებიც ხომ ტკივილში, წარსულში ცხოვრობდნენ და ანალოგიური ფიქრები, შეგრძნებები ასწავლეს მათ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვცხოვრობდი სირცხვილის და დანაშაულის გრძნობით, ჩემი ქმედებებიც ანალოგიური გახლდათ და რა ფიქრები, შეგრძნებები და ქმედებებიც მქონდა,ზუსტად იგივე ცხოვრებას ვიზიდავდი, არაფერი იცვლებოდა. ბევრი მაგალითი მქონდა თუ როგორი არ უნდა ყოფილიყო ადამიანი. იმის მიხვედრით თუ როგორი არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი, მივხვდი რა არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ჩემი არჩევანი სიკეთე გახლდათ.
- ბავშვმა როგორ მოახერხეთ ყველანაირი ძალადობა დაგეძლიათ, პატარაობიდანვე მხოლოდ პროგრესზე გეფიქრათ?
- თავიდან რეალობას გავექეცი. ილუზიაში ვცხოვრობდი. არ ვუსწორებდი მოცემულობას თვალს. მომხდარზე არ ვფიქრობდი, ეს ცხოველებისგან გადავიღე. ისინი ცხოვრობენ აქ და ახლა. განაგრძეთ კითხვა