"ფულის გამო, იდიოტივით ვიქცევი..." - 82 წლის ჰარისონ ფორდის აღიარება და გზა უიღბლო მსახიობიდან მეგავარსკვლავამდე - მშობლები

"ფულის გამო, იდიოტივით ვიქცევი..." - 82 წლის ჰარისონ ფორდის აღიარება და გზა უიღბლო მსახიობიდან მეგავარსკვლავამდე

2025-02-23 18:15:19+04:00

"ინდიანა ჯონსისა" და "ვარსკვლავური ომების" ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი ამ დღეებში პაპარაცებმა დააფიქსირეს. 82 წლის ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება.

480759210-2383679371982925-2572219845159113412-n-1740320528.jpg

არა მხოლოდ ფიზიკურად გამოიყურება მშვენივრად, კარიერაშიც არ ჰქონია წყვეტა. "ინდიანა ჯონსის" მორიგი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, ამჯერად "მარველის" კომიქსების მიხედვით გადაღებულ ახალ თრილერში გამოჩნდა მთავარ როლში. "კაპიტანი ამერიკა: ახალი სამყარო" - ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც ჰარისონი თადეუს თანდერბოლტ როსის როლს ასრულებს. მისი გმირი აშშ-ის პრეზიდენტი და წითელი ჰალკია.

ჰარისონმა ახალ ინტერვიუში ამ როლზე ისაუბრა და იმაზე, თუ როგორია ამ ასაკში თამაში, თანაც ასეთი სპეციფიკური როლის.

"სცენარიც კი არ წამიკითხავს, ისე დავთანხმდი. რატომაც არა? სამსახიობო ჯგუფი მომეწონა, რომლებთანაც შესანიშნავად ვატარებდი დროს. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ წითელ ჰალკად გადავიქცეოდი. თუმცა ცხოვრებაშიც ასეა. რაღაცაში ერთვები, თუმცა რით დასრულდება, არ იცი..."

ჰარისონმა იუმორით ისაუბრა ასევე გადაღებების ტექნიკურ მხარეზე - კონკრეტულად მოძრაობის შეზღუდვის პროცესზე (პერსონაჟებისა და ობიექტების ანიმაციის მეთოდი, რეალური ობიექტის გაციფრულების დახმარებით - რედ.). რომელიც საჭირო იყო წითელ ჰალკად გადაქცევისთვის: "რა იყო ამისთვის საჭირო? ყველაფრის "დაკიდება". ამისთვის საჭიროა, მოიქცე, როგორც იდიოტი, რომელიც ფულისთვის ყველაფერს აკეთებს. ისე, როგორც ეს ადრეც გამიკეთებია... არ ვაკნინებ ასეთი ფილმების და გადაღებების მნიშვნელობას, თუმცა მსგავსი პროექტების გადასაღებ მოედანზე ხშირად გიწევს ისეთი რამეების კეთება, დედაშენს რომ არ მოუნდებოდა, ეს გეკეთებინა, ან სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელს, თუ ის გყავს... მაგრამ ეს სახალისოა და მომეწონა. კარგად გავატარე დრო".

a543a086d8d0bb6ef6e0465c3d52e16e-cropped-666x444-1740320528.webp
კადრი ფილმიდან "კაპიტანი ამერიკა: ახალი სამყარო"

უიღბლო მსახიობიდან კინოვარსკვლავობამდე

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჰარისონ ფონდი "ოსკარის" ნომინანტია და "ოქროს გლობუსის" და "ოქროს პალმის რტოს" მფლობელი. 1942 წლის 3 ივლისს დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. მამამისი ირლანდიელი იყო, დედა - დორა ნიდელმანი, რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების შთამომავალი.

1960 წელს დაასრულა სკოლა და რიპონის კოლეჯის დასრულების შემდეგ ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც კინოკომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა თავდაპირველად უიღბლო მსახიობად მიიჩნეოდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც მონტაჟის დროს ერთ-ერთი პირველი ფილმიდან მისი ყველა სცენა ამოჭრეს. ამის მერე მცირე ხანს მიატოვა მსახიობობა და დურგლად მუშაობდა. ერთხელ კი შემთხვევით შეხვდა რეჟისორ ჯორჯ ლუკასს, რომელიც "ამერიკულ გრაფიტებს" იღებდა. ჰარისონის ვარსკვლავმა სწორედ აქედან გაიბრწყინა. მერე იყო ცნობილი "ინდიანა ჯონსი", "ვარსკვლავური ომები", "პრეზიდენტის თვითმფრინავი" და ა.შ., რომლებმაც ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად აქცია.

bxv37i-53f334f14de17b1402241fda0fe3a09b-1740320528.jpg

შვილები და შვილიშვილები

1964 წელს დაქორწინდა მერი მარკარდზე, რომელტანაც შეეძინა ორი ვაჟი - ბენჯამინი დღეს შეფმზარეულია და რესტორნის მფლობელი, უილარდი კი ბიზნესით არის დაკავებული. წყვილი 1979 წელს განქორწინდა, 1983 წელს კი ჰარისონმა ხელახლა იქორწინა სცენარისტ მელისა მეტისონზე. ამ ქორწინებაში გაჩნდა ქალ-ვაჟი - მალკოლმი და ჯორჯია, რომლებიც შოუბიზნესის სფეროში საქმიანობენ. ამ ქორწინებამ 2001 წლამდე გასტანა.

მესამედ კი ჰარისონი 2010 წელს დაქორწინდა მსახიობ კალისტა ფლოკჰარტზე, რომელთანაც დღესაც არის. მათ ჰყავთ ვაჟი ლიამი, რომელიც კალისტამ ფორდთან დაქორწინებამდე იშვილა.

scale-1200-1-1740320528.jpg

მსახიობს სამი შვილიშვილი ჰყავს.

harrison-ford-family-5f631229a03b4b0081bbb9ee5691007c-1740320680.jpg