სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები უფრო სწრაფად ასრულებენ საშინაო დავალებებს, როდესაც დამოუკიდებლად მეცადინეობენ. გაცილებით მეტ დროს ანდომებენ მაშინ, როცა გვერდით მშობელი უზით. ამ კვლევის შედეგები ჟურნალში Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კოგნიტური კონტროლი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის მომავალ აკადემიურ მიღწევებსა და წარმატებაში, როგორც წესი, გულისხმობს უფროსებს, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს ამოცანების გაგებაში და კითხვებზე პასუხის გაცემაში. თუმცა, როგორც ახალმა ნაშრომმა აჩვენა, ზრდასრული ადამიანის ყოფნამ შეიძლება შეანელოს ბავშვების მიერ დავალების შესრულების პროცესი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამოცანები მეტ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს.
ექსპერიმენტში 4-5 და 8-9 წლის ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. მათ ნაცნობ საშინაო დავალებები მისცეს შესასრულებლად როგორც ზრდასრულის თანდასწრებით, ასევე მის გარეშე.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვები უფრო ნელა ხსნიდნენ დავალებებს, როდესაც ზრდასრული ახლოს იყო, განსაკუთრებით რთული დავალებების შემთხვევაში.
ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოხატული იყო მცირეწლოვან ბავშვებში, რომელთათვისაც დავალებები უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენდა. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ოთახში ზრდასრული ადამიანის უბრალო ყოფნაც კი გავლენას ახდენდა ბავშვების ყურადღების კონცენტრაციაზე. ბავშვებს უფროსის დასწრებისას უფრო ეფანტებოდათ ყურადღება.