"ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარ­და­იც­ვა­ლა - მშობლები

"ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარ­და­იც­ვა­ლა

2025-02-24 12:17:35+04:00

"ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბიბლუსი" ავრცელებს.

"უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე.

გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა თანამშრომელს.
ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“ და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია", - ნათქვამია "ბიბლუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mshoblebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და კოლეგებს.