ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც ქმარმა წლობით სახლში გამოკეტა, ახალ ფოტოებს აქვეყნებს - ჯენიფერ ლავ ჰიუიტის ახალი ცხოვრება - მშობლები

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც ქმარმა წლობით სახლში გამოკეტა, ახალ ფოტოებს აქვეყნებს - ჯენიფერ ლავ ჰიუიტის ახალი ცხოვრება

2025-02-25 10:43:55+04:00

2000-იანი წლების ვარსკვლავი და იმავე პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი ჯენიფერ ლავ ჰიუიტი 46 წლის გახდა და უფილტრო და უმაკიაჟო სელფებით აღნიშნა ეს დღე სოციალურ ქსელში.

original-1-1740468526.webp

original-1740468526.webp

ჯენიფერმა აღნიშნა თანდართულ პოსტში, რომ წლის დასაწყისი მისთვის საკმაოდ რთული იყო, თუმცა ახლა გრძნობს, რომ ყველაფერი რიგზეა და საკუთარ ნამდვილ "მე"-ს უბრუნდება. ისიც დასძინა, რომ ასაკის მატება და სიბერის მოახლოება განსაკუთრებით მტკივნეული ჰოლივუდშია. "მინახავს, როგორი სასტიკი შეიძლება იყოს სამყარო ქალთან მის სიბერესთან ერთად. თუმცა არიან ქალები, რომლებითაც აღტაცებული ვარ და ისინი წლებთან ერთად უფრო და უფრო ბედნიერები და ძლიერები ხდებიან".

მოზარდობიდან ვარსკვლავი

ჯენიფერი ტეხასში დაიბადა, მედიკოსების ოჯახში. თუმცა მედიცინაზე მეტად ყოველთვის მსახიობობა და სიმღერა აინტერესებდა. მოზარდობის წლებიდან სცენაზე იდგა და 18 წლისა უკვე ვარსკვლავიც გახდა.

14104c2075a084b6235d15235ead2c26-1740468943.jpg

მშვენიერი გარეგნობა ხელს უწყობდა მის პოპულარობას და მალე წარმატებული მსახიობი ყველაზე სასურველი და სექსუალური ქალების რეიტინგების სათავეებშიც მოექცა.

jen-1671272307-1740468962.webp

მისი როლებიც ძირითადად მსუბუქი იყო, მელოდრამებში, საშინელებათა ჟანრის ფილმებსა და სერიალებში მხიარულ, ლამაზ გოგონას განასახიერებდა. სამწუხაროდ, რეჟისორები სერიოზულად არ აღიქვამდნენ. შემდგომ წარმატებებს ასევე ხელი შეუშალა მისმა ხასიათმა. ამბობენ, რომ მცირე ასაკში მოპოვებულმა პოპულარობამ ვარსკვლავური დაავადებითაც დააჯილდოვა, გადასაღებ მოედანზე ამპარტავნულად იქცეოდა და სხვებს ზემოდან უყურებდა, რითაც მტრები მოიმრავლა. მის სამსახიობო უნარებსაც ხშირად აკრიტიკებდნენ. მერე კი ცხოვრებისეულმა ამბებმაც ითამაშა დიდი როლი მის მომავალში.

ქორწინება და სირთულეები

2013 წელს იქორწინა ჯენიფერმა მსახიობ ბრაიან ჰელისეიზე, რომელსაც მანამდე წელიწადზე ცოტა მეტ ხანს ხვდებოდა და როგორც მისი გარემოცვა ამბობდა, ამ ქორწინებამ მისი ცხოვრებაც და კარიერაც საბოლოოდ შეცვალა...

iqph5sbndrh2rbrcawwza3zu2i-1740469329.jpg

2013 წელს დაფეხმძიმდა და გადაწყვიტა, რომ ორსულობა სერიალის სიუჟეტის ნაწილად ექცია, რომელშიც იმ დროს თამაშობდა. შოუს შემქმნელები დათანხმდნენ, თუმცა ჯენიფერი ამაზე არ გაჩერდა, მოითხოვა, რომ მის ბოიფრენდს და ბავშვის მამას, ბრაიან ჰელისეის სერიალშიც მისი შვილის მამის როლი ეთამაშა. ამბობენ, რომ ეს არა ჯენიფერის, არამედ თავად ბრაიანის იდეა იყო... თუმცა პროდიუსერები გააცოფა ამ მოთხოვნამ და პროექტი შეაჩერეს. მოგვიანებით განახლდა, თუმცა ამ ინციდენტის მერე რეჟისორებმა და პროდიუსერებმა ჯენიფერი აითვალწუნეს. ამავე პერიოდში დაასახელეს "ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად" და კარიერა ნელ-ნელა დაბლა დაეშვა.

ამასობაში ჯენიფერმა ქალიშვილი ოტემ ჯეიმსი გააჩინა. შვილის გაჩენის შემდეგ არანაირად არ უზრუნია ფორმის დაბრუნებაზე. ამბობენ, რომ მოტივაცია არ ჰქონდა და კინოში დაბრუნებაც აღარ უნდოდა, წარუმატებლობების გამო.

2015 წელს კვლავ დაორსულდა და კიდევ უფრო მეტი მოიმატა წონაში. "ორი შვილი გავაჩინე და აღარ გამოვიყურები მოდელივით, გავსუქდი. სამაგიეროდ, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. თავს უფრო ქალურად ვგრძნობ და არ ვაპირებ გახდომას", - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში.

unnamed-1740468943.jpgjen-1671272307-1740468962.webp

საქმე ისაა, რომ ახალი ცხოვრების წესი და წონა მის სტილზეც აისახა. ადრე თუ თვალს ადევნებდა მოდას და ყოველთვის ხაზს უსვამდა გარეგნულ ღირსებებს, ახლა ჩაცმის სტილიც ზედმეტად თავისუფალი გახდა და პაპარაცებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ საკმაოდ ცუდ ფორმაში.

ამბობენ, რომ მის სტილზე მისმა ქმარმაც მოახდინა გავლენა, რომელსაც არ სურდა, რომ მისი შვილების დედამ საზოგადოებაში თავისი სხეული გამოეჩინა და იმასაც ამბობდნენ, რომ ბრაიანი მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა. ამიტომაც ჩაიკეტა ჯენიფერი და ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ღონისძიებებზე. მისი ქმარი საკმაოდ უჩინარი მსახიობია, კარიერით ვერ დაიკვეხნის და ამბობენ, რომ არ სურდა, ჯენიფერის ჩრდილად ქცეულიყო, ამიტომ სულ ჩამოაშორა კინოსაც და საჯარო ცხოვრებასაც. სანდო წყაროს ცნობით, ალკოჰოლისადმიც იყო მიდრეკილი და აგრესიულიც ხდებოდა, როცა სვამდა. "ჯენიფერს რცხვენია ბრაიანის გამო. მეტისმეტად ინფანტილურად მიიჩნევს და სულ სთხოვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს", - უამბო პრესას ანონიმურმა წყარომ. ამბობენ, რომ ქმრის ფეთქებადი ხასიათი ჯენიფერსაც აშინებდა და ცდილობდა, არ გაებრაზებინა. მის გულის მოსაგებად დათმო ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდა და მხოლოდ დიასახლისად გადაიქცა...

დაბრუნება

თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ჯენიფერი დაბრუნდა. კინოშიც ითამაშა, რამდენიმე ახალი პროექტი აქვს და წითელ ხალიჩებზეც ნელ-ნელა ჩნდება. მისი გარემოცვის თქმით, ოჯახმა გადალახა სირთულეები და ახლა სრული იდილია აქვთ, რაც ჯენიფერზეც აისახა და მაყურებელი მისგან ახალ როლებს ელოდება.

jennifer-love-hewitt-explains-how-motherhood-has-affected-her-acting-01-1740468943.webpba09557a00aa7850bc54afbb85276a53-1740468943.jpgsnapinsta-1740468943.app_470934850_18289949590211497_6316523784801326285_n_1080.jpg

1405782975003-dic-04-1740468943.webp