"უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. რომ არა თქვენი თავდადება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში გადაყვანა ფორსმაჟორულ რეჟიმში, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი დემეტრე სიხარულიძე. მადლობა კლინიკის მორიგე პერსონალს, კოლეგებს უსწრაფესი რეაგრებისა და მხარდაჭერისთვის,"- წერს სოციალურ ქსელში ნატო კიკვაძე და ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს.