საქართველოში უამინდობა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
"ნალექი, უმეტესად თოვლის სახით იქნება, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება", - ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსისვეტლანა ნიორაძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თბილისში მარტის დასაწყისში შესაძლოა დედაქალაქში ტემპერატურა -11 გრადუსამდეც დაეცეს. განაგრძეთ კითხვა