დუტა სხირტლაძის ვაჟი 21 წლის გახდა - ცნობილი მსახიობის სამი შვილი და ოჯახური ბედნიერება - მშობლები

დუტა სხირტლაძის ვაჟი 21 წლის გახდა - ცნობილი მსახიობის სამი შვილი და ოჯახური ბედნიერება

2025-02-27 08:57:44+04:00

დუტა სხირტლაძის უმცროსი შვილი ლუკა 21 წლის გახდა. დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები და ახლობლები ულოცავენ.

480670724-2086454408492522-724437271843275849-n-1740633061.jpg

481046747-2086454158492547-194581279539597403-n-1740633062.jpg

ლუკაც ხელოვანია, ისევე როგორც მისი მშობლები და ამ ეტაპზე მოქანდაკეობით არის დაინტერესებული.

481065816-2086454345159195-2042468433741626388-n-1740633062.jpg480744632-9446065778769651-7034033426728093614-n-1740633061.jpg

როგორც ცნობილია, ხელოვანია მსახიობისა და ტელეწამყვანის მეუღლეც - მარინა ნაცვლიშვილი იუველურია და სამკაულებს ქმნის, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვრებს გარეთაც. მას და დუტას ორი შვილი ჰყავთ - ლუკა და ნინი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 26 წლის. ნინიც შესანიშნავად ხატავს.

unnamed-1740633062.jpg143760185-235767894751387-8817322825147137998-n-1740633061.jpgduta-2-1740633062.jpgduta-5-1740633062.jpg

გარდა ამისა, დუტას უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - მარიამ სხირტლაძე გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მამასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დაოჯახებულია და ორი შვილის დედაა.

14492531-703990809759847-6394223435848898730-n-1740633061.jpg302485688-5576996812343253-2394825428871649309-n-1740633061.jpg447305911-2864196237072616-6511379722908596704-n-1740633061.jpg