ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანჭათში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოციალურ ქსელში არაერთი ადგილობრივის თხოვნა გავრცელდა და მოხალისეებისგან და ხელისუფლებისგან დახმარებას ამ დრომდე ელოდებიან.
ისინი სხვა სოფლიდან გამოსვლას და გარდაცვლილის სახლში მისვლას ვერ ახერხებენ.
ანუკა ოდიშელიძე:
- ჩემი ოჯახია იმ სოფელში ჩარჩენილი, სადაც არის მიცვალებული. ლანჩხუთის რაიონი სოფელი ჭანჭათში იმყოფება ყველასათვის საყვარელი ქალბატონის, თამარ ნინიძის ცხედარი. გახლავთ პედაგოგი, მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ავადობდა ქალბატონი თამარი და დიდთოვლობამდე გადაყვანილი იყო ბათუმში, კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ 24 თებერვალს გარდაიცვალა. სოფელში უკვე 2 მეტრი თოვლი იყო, მის სახლამდე მისასვლელი გზა გაუკვალავი და ადგილობრივმა ბიჭებმა ფეხით იარეს ამ გაუკვალავ გზაზე და ძლივს მოიყვანეს გარდაცვლილი სახლში. მაშინაც ვითხოვდით გზის გაწმენდას, მაგრამ ვერ გაიწმინდა გზა. ერთი კილომეტრი გაუკვალავ გზაზე იარეს ბიჭებმა და ჩვენი საყვარელი მასწავლებელი მიასვენეს სახლში. განაგრძეთ კითხვა