ცნობილი მსახიობისა და მომღერლის კატასტროფული გახდომა მის გარშემო მყოფებს ძალიან აშფოთებთ - რა დაემართა არიანა გრანდეს? - მშობლები

ცნობილი მსახიობისა და მომღერლის კატასტროფული გახდომა მის გარშემო მყოფებს ძალიან აშფოთებთ - რა დაემართა არიანა გრანდეს?

2025-02-28 14:21:38+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, "გრემის" მფლობელი, 31 წლის არიანა გრანდი წლებია, პოპულარულია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ბოლო წლებში მისი ახლობლები და თაყვანისმცემლები ძალიან არიან შეშფოთებულნი მისი გარეგნული ცვლილებებით. არიანა, რომელიც ბრწყინავდა და კაშკაშებდა, მოულოდნელად საშინლად გახდა და ავადმყოფური იერი დაედო, როგორც ხშირად წერენ ხოლმე კომენტარებში. მართალია, თავად არიანა ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ეს წონაც მოსწონს, მისი მორიგი ახალი ფოტო ხელახალ აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე.

471614869-1137214211095353-2254424481879432446-n-1740739106.jpg

გავრცელებული ხმების თანახმად, არიანა ოზემპიკის ინიექციებს მიმართა წონის დასაკლებად. თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ამ პრეპარატს ბევრი უკუჩვენება აქვს და გვერდითი მოვლენებიც - კანი ეშვება, კუნთები სუსტდება, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა უარესდება. მისი ბოლო გამოსვლები მართლაც შეშფოთებას იწვევს.

480875569-1180369986790577-891075388853252596-n-1740739106.jpg480325518-1178884046939171-4489330604928757142-n-1740739106.jpg67b594ee6a5ad-1740739106.jpeg

ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა არიანა აკრძალულ პრეპარატებს მიეძალა, რადგან ბოლო პერიოდებში არაერთხელ ებრძოდა დეპრესიას - სხვადასხვა დაავადების თუ პირად ცხოვრებაში განცდილის გამო. თუმცა დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რა არის პრობლემა იმის, რომ "არიანა საკუთარი თავის ჩრდილად იქცა".

არიანა თავს იცავს და კრიტიკოსებს პასუხობს, რომ შეეშვან. "მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი საქმე, მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვარს და მაქვს ბევრი სიყვარული. არავის აქვს უფლება, საშინელებები თქვას ჩემზე!"

ცნობისათვის, არიანა 2008 წლიდან სცენაზე დგას. პირველად ბროდვეის მიუზიკლში გამოჩნდა, მომდევნო წელს კი ახალგაზრდულ სერიალში მიიღო როლი. ცნობილია, როგორც მომღერალი, მსახიობი, გახმოვანებული აქვს რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმი.

e226a23eb75674c72ffb71213d75035f-1740739107.jpgarianagrandehiresapr-1740739107.jpgariana-grande-21-2000-c7ca1361fdf248afa776bb1ab7186a26-1740739106.jpg

თუმცა კარიერაში წარმატებების პარალელურად, ხშირად ჰქონდა პრობლემები, რომლებსაც ებრძოდა. ერთხელ აღიარა, რომ ჰიპოგლიკემია ჰქონდა, არასათანადო კვებითი ქცევების გამო. 2013 წელს ვეგანურ კვებაზე გადავიდა, თუმცა მოგვიანებით სასმელს არეკლამებდა, რომლის შემადგენლობაშიც კვერცხი შედიოდა, ამიტომ მისი ვეგანობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა. შემდეგ თავად თქვა, რომ ვეგანია, თუმცა ხანდახან თავს "ანებივრებს" და "დღესასწაულებს" უწყობს.

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ (2017 წლის 22 მაისს მოხდა - რედ.), რომელიც არიანას კონცერტის დასრულებისას მოხდა და 23 ადამიანი შეეწირა, მომღერალს პოსტტრავმული აშლილობა დაეწყო და დიდხანს მკურნალობდა. ამბობს, რომ ათ წელზე მეტია ფსიქოთერაპიებზე დადის. პირველად პროფესიონალ ფსიქოლოგს მშობლების დაშორების შემდეგ მიმართა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რამდენიმე რომანი ჰქონდა, რის შესახებაც საზოგადოებამ შეიტყო.

ariana-grande-big-sean-pete-davidson-dalton-gomez-071723-tout-a41959ff74ee46c992aff3cbc55bc1c9-1740739990.jpg

2020 წელს გაიცნო რიელტორი დალტონ გომესი, რომელსაც ერთ წელიწადში ცოლადაც გაჰყვა. წყვილის საქორწილო ფოტოებს 25 მილიონზე მეტი მოწონება ხვდა სოციალურ ქსელში.

196315-untitled-design-2021-05-27t091155153-1740740178.webp

27111814-191649843-340387237508921-6187748354445791518-n-cover-1080x1080-1740740178.jpg

თუმცა წყვილი 2023 წლის 20 თებერვალს დაშორდა ერთმანეთს და ერთ წელიწადში განქორწინების პროცესიც დასრულდა. ქორწინებამდე დადებული ხელშეკრულების თანახმად, არიანამ გომესს 1,2 მლნ დოლარი გადაუხადა, შემდგომი ვალდებულებების გარეშე.