მარკ ცუკერბერგის სიურპრიზი ცოლის გრანდიოზულ იუბილეზე - მილიარდერის მოულოდნელი გარდასახვა სცენაზე და გაოგნებული პრისცილა (ვიდეო) - მშობლები

მარკ ცუკერბერგის სიურპრიზი ცოლის გრანდიოზულ იუბილეზე - მილიარდერის მოულოდნელი გარდასახვა სცენაზე და გაოგნებული პრისცილა (ვიდეო)

2025-02-28 23:27:32+04:00

მარკ ცუკერბერგის ცოლი და მისი სამი შვილის დედა პრისცილა ჩანი 40 წლის გახდა. იუბილე არც ისე ვიწრო წრეში გრანდიოზულად აღნიშნა, შამპანიურის ფორმის ტორტით და საინტერესო წვეულებით.

original-1-1740771893.webporiginal-2-1740771893.webp

წყვილი კლასიკური სადღესასწაულო სამოსით წარდგა დღესასწაულზე. "ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის დღეს აღვნიშნავთ. შენ ხარ მთავარი პარტნიორი, დედა, მეგობარი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ცხოვრებას შენთან ვინაწილებ", - ასეთი მინაწერი გაუკეთა ცუკერბერგმა ცოლთან ერთად გადაღებულ საზეიმო ფოტოს.

480662887-10116361493612441-1203104926199210744-n-1740771893.jpg

თუმცა შოუს კულმინაცია აღმოჩნდა მილიარდერის სიურპრიზი - მოულოდნელად მისი კოსტიუმი სასცენო, ბრჭყვიალა კომბინეზონად გადაიქცა და მარკმა სიმღერა დაიწყო. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მან თავად გამოაქვეყნა მისსავე შექმნილ პლატფორმაზე - ფეისბუქზე. გაოცებული და გახარებული პრისცილას ემოციებიც აისახა ფოტოებსა და ვიდეოში.

original-1740771893.webp

ცნობისათვის, მარკმა იდი ხნის მეგობარ პრისცილა ჩანზე 2012 წელს იქორწინა. წყვილს სამი შვილი ჰყავს - სამი ქალიშვილი, მაქსიმა, ავგუსტა და აურელია.

original-3-1740771893.webp