"კიდევ ერთი უნიკალური ფირი ჩემი არქივიდან. ნაწყვეტი ფილმიდან: "სამეგრელოს ჩანახატები"... 1985 წელი. ბავშვობიდან ბუნდოვნად მახსოვს, რომსამეგრელოში კერძო პირს ჰქონდა საკუთარი ზოოპარკი, (ვის და სად აღარ მახსოვს).. ჰყავდა ლომი, ირმები, ხოხბები და ფარშევანგები...ეს ფირი სწორედ ამ უნიკალურ გარემოს უნდა ასახავდეს.. არ ვიცი რით დასრულდა ეს ამბავი, საინტერესოა მეტი დეტალი შევიტყო თქვენგან, დაწერეთ რა იცით ამ ამბის შესახებ" - ეს წარწერა ხელოვნების სასახლის დირექტორმაგიორგი კალანდიამსოციალურ ქსელში უნიკალურ კადრებთან ერთად გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ლომის ბოკვერს კვებავდა...
მის პოსტს ათასობით მოწონება და კომენტარები მოჰყვა.წერდნენ, რომ სოფელ გრიგოლიში, მურმან როგავას ჰქონდა კერძო ზოოპარკი...
მეტის გასაგებად მურმან როგავას შვილს ანნა როგავას დავუკავშირდით, რომელმაც უნიკალური ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა...
- მამაჩემი მურმან როგავა პროფესიით აგრონომი იყო, ძალიან უყვარდა ფლორა და ფაუნა, ცხოველების სიყვარული მშობლებისგან მოსდგამდა... ერთ დღეს მეგობრებმა შვლის ნუკრი მოუყვანეს, რომელიც ისე მოაშინაურა, შემდეგ თიკნებთან ერთად თამაშობდა. სახელიც კი დაარქვა "ბორია". მამაჩემს თურმე სულ კუდში დაჰყვებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ ცეკვაც კი ასწავლა ბორიას. ირმის სანახავად ბევრი მოდიოდა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა აღკვეთილის გაშენებისა.
80-იან წლებში სახელმწიფოს დახმარებით შემოღობილი იქნა 37 ჰექტარი ტერიტორია. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქების ზოოპარკებიდან ჩამოიყვანა სხვადასხვა სახეობის ცხოველები: ლამა, აქლემი, მარალი, კენგურუ, ციმბირული ჯიშის ირემი, კუდთეთრა წინწკლებიანი ირემი. შველი, გარეული ტახი, ჯიხვი, სირაქლემა, სხვადასხვა ფერის ფარშევანგები, სხვადასხვა ჯიშის ხოხბები: კოლხური, ვერცხლისფერი, ულვაშებიანი, სამეფო ჯიშის ოქროსფერი ხოხობი, დეკორატიული ქათმები და ა.შ...