"დე, დედა, დედიკო! - ჩემთვის სამყაროში ყველაზე ჯადოსნური სიტყვებია!" "ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება!" - დედის დღე - მშობლები

"დე, დედა, დედიკო! - ჩემთვის სამყაროში ყველაზე ჯადოსნური სიტყვებია!" "ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება!" - დედის დღე

2025-03-03 10:11:57+04:00

დღეს 3 მარტია, დედის დღე, რომელიც ყველაზე თბილი დღეა წლის განმავლობაში, ყველა რომ ეფერება თავის უძვირფასეს ადამიანს. საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმაც ეს დღე საკუთარ შვილებთან ან დედებთან გადაღებული ფოტოებით აღნიშნეს:

d79a0e02-e202-4e30-bce7-73683ec2281d-1740983510.jpg

თამუნა მუსერიძემ აღმზრდელ დედას მიულოცა ეს დღე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და რომლისაც ყოველთვის მადლიერია. განსხვავებით ბიოლოგიური დედისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ იპოვა, თუმცა მან დაკარგული შვილი არ მიიღო.

9f1835b0-a069-4de0-ade8-901d9b8e804d-1740983509.jpg

bf49aad8-a15c-472b-b85a-9015ae82c44f-1740983510.jpg

თათია შარანგიას შვილებმა საჩუქრებით მიულოცეს ეს დღე. "ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება! ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველაზე მდიდარი და ღმერთის მადლობელი! ჩემს გულში, სამი პატარა გული ძგერს მადლობა, ჩემო ბიჭებო, ამაყი ვარ, რომ თქვენი დედა მქვია დედის დღეს გილოცავთ, ყველა დედას და მომავალ დედას!" - წერს თათია.

snapinsta-1740983510.app_482416158_18489272953029022_6394138532993103579_n_1080.jpg

ანასტასია ჯეირათი მშვენიერ დედასთან ერთად დედის დღისადმი მიძღვნილ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა.

745529fd-cc2e-443b-a9b6-91b5b39c89d3-1740983510.jpg

"გილოცავ დე. მადლობა რომ სულ ჩემთან ხარ" - წერს ნატალია ყიფშიძე და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

c896d294-c24f-4f04-b6cd-e1bee922d058-1740983510.jpg

433e7a70-fe9f-40b9-8a83-8c90b304d46a-1740983510.jpg

თიკა ფაცაცია დედის ფოტოებს აქვეყნებს: "ჩვენი მთავარი ვექტორი, ჩვენი დედა. ყველაფერი კარგის საწყისი და უსასრულობა, ჩვენი მანანიკო. დედი გილოცავ და ყველას ბედნიერი დედობა".

f1506a3a-0999-4f86-a8e7-ed5623210ba1-1740983510.jpg

სამი შვილის დედა, ბლოგერი ნათია წიქარიშვილი შვილებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს და წერს: "ჩემი შვილები ჩემი სამყაროა! დე, დედა, დედიკო! - ჩემთვის სამყაროში ყველაზე ჯადოსნური სიტყვებია!

დედის დღე ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილები მყავს, ასმაგად მიყვარს. სამი საოცარი ადამიანის დედიკო ვარ. მათი დაძახებული თითოეული “დედა” მაძლიერებს, გულს მიჩქარებს და სუნთქვას მიკრავს, უდიდეს მოტივაციას მაძლევს და ენერგიით მავსებს! ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი სიყვარული შემძლებია და ეს ამ პატარა არსებების დამსახურებაა. გაუაზრებლად, უმნიშვნელო რამეზეც მათთვის გადამრჩენელი, ნებისმიერი ტკივილის მომშუშებელი ხომ დედაა. დედა ხომ ყველაზე ტკბილი და ყველაზე დიდი იმედია მათთვის. ყველას გისურვებთ თქვენი შვილების სიხარულის და მწუხარების მთავარი გამზიარებლები ყოფილიყავით. ბედნიერებით ანთებული თვალებით შემოგცქეროდნენ მთელი სოცოცხლის მანძილზე. ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს?! ყველა დედიკოს გილოცავთ დედის დღეს".

3f078cff-23ef-4d4d-bcad-dd323f57a74b-1741070894.jpg

ნინი ბადურაშვილი დედასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.

482710363-18493566169006440-5654503723975303667-n-1741070894..jpg

სოფიკო შევარდნაძე დედასთან ერთად.

snapinsta-1741070894.app_482564285_18504696346031623_495483387776809832_n_1080.jpg

ლიზი ქონიაძე პირველ დედის დღეს შეხვდა დედის ამპლუაში.