ზოე სალდანას დაუვიწყარი ცრემლები "ოსკარის" მიღებისას, მადლობა ქმარ-შვილს და ბებიას - "მე იმიგრანტების ამაყი ქალიშვილი ვარ! ოცნებებით, შრომით და ღირსებით!" - მშობლები

ზოე სალდანას დაუვიწყარი ცრემლები "ოსკარის" მიღებისას, მადლობა ქმარ-შვილს და ბებიას - "მე იმიგრანტების ამაყი ქალიშვილი ვარ! ოცნებებით, შრომით და ღირსებით!"

2025-03-03 22:42:55+04:00

"ოსკარების" წლევანდელი ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ალბათ ზოე სალდანა იყო. დომინიკური წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა პირველი "ოსკარი" მიიღო, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში "ემილია პერესი".

ზოეს ძალიან ემოციური სიტყვა ჰქონდა, რომლის წარმოთქმის დროსაც არაერთხელ ატირდა. ძირითადად, ეს იყო მადლიერება მშობლების, წინაპრების და ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მეუღლისადმი, რომელიც ყოველთვის მის გვერდით არის. ყველაზე მთავარი გზავნილი კი იყო ის, რომ ზოე იმიგრანტია, რომელმაც შრომით და ღირსებით მიაღწია წარმატებას და მაგალითად იქცა სხვებისთვის.

"ბებიაჩემი ამ ქვეყანაში 1961 წელს ჩამოვიდა. მე იმიგრანტების ამაყი ქალიშვილი ვარ - ოცნებებით, ღირსებით და შრომისმოყვარეობით. მე დომინიკური წარმოშობის პირველი ამერიკელი ვარ, რომელმაც "ოსკარი" მიიღო და ვიცი, რომ არ ვიქნები უკანასკნელი...

იმედი მაქვს, ამ ჯილდოს მივიღებ როლისთვის, რომელშიც ესპანურად ვიმღერებ და ვისაუბრებ... ბებო რომ აქ იყოს, ძალიან ამაყი და აღტაცებული იქნებოდა. ეს ჯილდო ბებიაჩემისთვისაა!"

15dccba74c6d3867e00356c7d0ee55b2-1741029001.jpg

efe33c57-a175-4c82-954b-ff86b491b3f3-1741029002.jpg
ზოე ცერემონიაზე მეუღლესთან ერთად
download-1741029002.jpg
"ოსკარების" შემდგომ დახურულ ღონისძიებაზე

ცნობისათვის, ზოე ერთადერთი მსახიობია მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში, რომლის კარიერის პირველივე სამი მაღალბიუჯეტიანი ფილმი იყო.

იმიგრანტის ახდენილი ოცნება

ზოე იადირა სალდანა-პერეგო 1978 წლის 19 ივნისს დაიბადა ნიუ-ჯერსიში, დომინიკელისა და პუერტორიკელის ოჯახში. მას ასევე აქვს ლიბანური, ირლანდიური, იამაიკური და ინდური ფესვები. თავისუფლად საუბრობს ესპანურად და ინგლისურად.

ზოეს მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როცა გოგონა 9 წლის იყო. ამის შემდეგ ოჯახი გარკვეულ ხანს დომინიკის რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ზოე პრესტიჟულ ცეკვის სკოლაში სწავლობდა და ბალეტს და თანამედროვე ლათინოამერიკულ ცეკვებს დაეუფლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახი ამერიკაში დაბრუნდა.

7c4ab88584b11cbe096c9ca7ce89d28a-1741029351.jpg

1995 წელს თეატრალურ დასში ჩაირიცხა და ბრუკლინში გამოდიოდა სხვა თინეიჯერებთან ერთად. დასი ძირითადად მოზარდებისთვის აქტუალურ თემებზე აკეთებდა წარმოდგენებს. იმავდროულად ნიუ-იორკის ახალგაზრდულ თეატრშიც თამაშობდა, საიდანაც სამსახიობო სააგენტოში მიიწვიეს და მისი, როგორც მოცეკვავის და მსახიობის ნიჭი მალევე დააფასეს.

61ry-0ouy-l-1741029002._AC_UF894,1000_QL80_.jpg

პირველი როლი დიდ ეკრანზე ითამაშა ფილმში "ავანსცენაა", სადაც ბალერინას განასახიერებდა. მისი განსაკუთრებულა ცნობილი ფილმი კი არის ჯეიმს კამერონის "ავატარი", რომელშიც პრინცესა ნავი განასახიერა.

hjpbavzyvt561-1741029655.webp

სანამ მომავალ ქმარს შეხვდებოდა, ზოე 11 წელი ხვდებოდა მსახიობ კიტ ბრიტონს, მცირე ხანს - ბრედლი კუპერს, 2013 წელს კი გაუმიჯნურდა იტალიელ მხატვარ მარკო პერეგოს, რომელზეც იმავე წელს საიდუმლოდ იქორწინა. წყვილმა ერთმანეთის გვარებიც აიღო და ზოე გახდა სალდანა-პერეგო, ხოლო მარკო - პერეგო-სალდანა.

858x540-efe65692-1741029002.jpg

წყვილს სამი ვაჟი ჰყავს - ტყუპი არიდიო და ბოუი, და უმცროსი ზენი.

zoe-saldana-family-1-120324-28d4247eb12a417eb69e9da10122978c-1741029002.jpge82e32de-94bc-4402-9a6c-071b18564108-1741029002.jpg

მშობლების მხარდაჭერით გავლილი სამსახიობო გზა, გადაღებებზე დამტვრეული ცხვირი და ოჯახური კერის დაუსრულებელი ძიება - 51 წლის ედრიენ ბროუდი მეორე ოსკარის მფლობელი გახდა