"იმდენი ვიტირე, როცა მივხვდი, რომ ერთ წამში გაიფრინა ამ დრომ... ერთი წამი იყო პატარაობიდან იმ დრომდე, როდესაც ერთი შვილის ჯვრისწერა იყო და მეორის ბოლო ზარი... " - ლიკა კვარაცხელია დედისა და ბებიის ამპლუაში - მშობლები

"იმდენი ვიტირე, როცა მივხვდი, რომ ერთ წამში გაიფრინა ამ დრომ... ერთი წამი იყო პატარაობიდან იმ დრომდე, როდესაც ერთი შვილის ჯვრისწერა იყო და მეორის ბოლო ზარი... " - ლიკა კვარაცხელია დედისა და ბებიის ამპლუაში

2025-03-05 11:45:32+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია, რომელიც სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა, გადაცემაში "შუადღე" დედობის შესახებ საუბრობს და ქალიშვილთან, ანა შელიასთან ერთად განვლილ წლებს იხსენებს:

ლიკა კვარაცხელია: მეც ბავშვი ვიყავი და ძალიან მიხაროდა, რომ ბავშვი მყავდა. სათამაშოსავით იყო, ულამაზესი. რომ გაჩნდა, ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში მაჩერებდნენ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა იმიტომ, რომ დედა გავხდი.

ანა შელია: თინეიჯერობის ასაკში მეგონა, რომ ძალიან მკაცრი იყო. არსად მიშვებდა. სულ გვქონდა სახლში სადმე გაშვებასთან დაკავშირებით პრობლემა. ძალიან გული მწყდებოდა ხოლმე იმიტომ, რომ მინდოდა, საღამოს საათებში გასვლა. ყოველთვის უარზე იყო. ახლანდელი გადმოსახედიდან ამას არ შევცვლიდი. ახლა რაკი, თავადაც დედა ვარ, მივხვდი, რომ საჭირო იყო.

ლიკა კვარაცხელია: ერთ დღეს ბედნიერებისგან იმდენი ვიტირე... ელენეს იმ დღეს ბოლო ზარი ჰქონდა. ყველანი მივდიოდით. მე ვთხოვე, რომ ანას ჯვრისწერის კაბა წამომეღო. ანას კაბა მანქანაში რომ მქონდა და თან მივხვდი, რომ ახლა ელენეს ბოლო ზარზე მივდიოდი, იმდენი ვიტირე, 3 დღე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. იმიტომ ვტიროდი, რომ მივხვდი, ამ დრომ ერთ წამში გაიფრინა. ერთი წამი იყო პატარაობიდან, იმ დღემდე, როდესაც შენი ჯვრისწერა იყო და ელენეს ბოლო ზარი...

ნახეთ სიუჟეტი ვრცლად:

ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია ქართველი მოდელების "ოქროს ხანის" წარმომადგენელია. თაკო ჩხეიძესთან, ლალი ტოტიკაშვილთან და სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად დაიწყო საქმიანობა და დღესაც ულამაზესი და ბევრი მხრივ სამაგალითოა გოგონებისთვის.

lika2-1676275123.jpg

ლიკამ ოჯახი ადრე შექმნა, თუმცა საკმაოდ მყარი გამოდგა მისი ქორწინება - ის და ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელია ბევრი წელია ერთად ცხოვრობენ და სამი შვილი გაზარდეს - ქალიშვილები ანა და ელენე და ვაჟი - დათუნა. წყვილს უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ბებია-ბაბუაც გახდნენ.

65134119_360490561217346_8240960573932783121_n.jpg

lika55-1-1741164732.jpg

ლიკა კვარაცხელიას ასევე მოდელი ქალიშვილი მშვენიერი ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს.

lika44d-1-1741164731.jpglika9-1-1741164731.jpglika54-1-1741164732.jpg

2017 წელს ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.

lika90-1-1741164732.jpg

ცნობისათვის, ლიკა ცნობილი მოდელისა და წამყვანის, ანა კოშაძის მულია. რძალ-მულს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ, წლებია.

13679909-1744558615823154-6759593941368485004-o-1741164731.jpg