თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ქრონიკული დაავადებები მილიონობით ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს, სულ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ენერგია და სიცოცხლის ხანგრძლივობა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხს გვთავაზობს პიტერ ატია თავის ბესტსელერში "Outlive: The Science and Art of Longevity" ("ხანგრძლივი სიცოცხლე – დღეგრძელობის მეცნიერება და ხელოვნება").
ბესტსელერი ქართულ ენაზე პროექტ "ლურჯ ოკეანის" ფარგლებში ითარგმნა და უკვე ხელმისაწვდომია როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე "პალიტრა L-ის" ვებგვერდზე. რატომ არის წიგნის გამოცემა მნიშვნელოვანი და როგორ დაეხმარება ის მკითხველს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებასა და ყოველდღიური რუტინის გაუმჯობესებაში, ამის შესახებ პროექტ "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელი, თამთა ჯაფარაშვილი საუბრობს:
თანამედროვე ცხოვრება, ტექნოლოგიური განვითარება, დამოკიდებულება სოციალურ მედიაზე, სრულ განაკვეთზე მუშაობა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, არაჯანსაღი საკვები და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჟანგბადი თითქოს უკვე იქცა თითოეული ჩვენგანის მოცემულობად, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ამ გამოწვევებს ყოველდღიურ სტრესსაც თუ დავუმატებთ, დავინახავთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩემი შეფასებით, პიტერ ატიას მსგავსი ნოვატორული მიდგომების მქონე ავტორებისა და მათი უახლესი ნაშრომების ქართულ ენაზე გამოცემა ჩვენი საზოგადოების ფიზიკური სიჯანსაღისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ახალი საგამომცემლო პროექტი, "პანაცეა" - ქვეყანაში ჯანსაღი, დაბალანსებული ცხოვრების წესისა და დღეგრძელობის ხელშეწყობისთვის. აუდიტორიის ინტერესს ერთი მხრივ, საკითხის აქტუალურობა განაპირობებს - ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, სწორედ აქ ჩანს ჩვენი, როგორც წამყვანი გამომცემლობის როლი - ისეთი წიგნები შესთავაზო მკითხველს, რომელიც მათ არა მხოლოდ დააფიქრებს, არამედ ბიძგს მისცემს რეალური და ძალიან საჭირო ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის.
მედიცინის დოქტორი პიტერ ატია Early Medical-ის დამფუძნებელია. სამედიცინო ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მიიღო, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში კი ზოგად ქირურგიაში დახელოვნდა. ასევე მუშაობდა NIH-ის ქირურგიული ონკოლოგიის განყოფილებაში სიმსივნის ეროვნულ ინსტიტუტში, სადაც მისი კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებული იყო მელანომის იმუნიტეტზე დაფუძნებულ თერაპიაზე. 30 წლის ასაკისთვის პიტერ ატია მარათონელი მოცურავე იყო და კატალინას არხიც კი გადაცურა. მაგრამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობის გააზრებამდე და პრევენციულ მედიცინამდე მიიყვანა. დღეს ის ამ მიმართულების ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება გლობალური მასშტაბით.
წიგნის დასაწყისში ავტორი საკუთარ უცნაურ და ხშირ სიზმარზე საუბრობს, თუ როგორ ესვრის ვიღაც კვერცხებს და როგორ ცდილობს იმ ნატყორცნი კვერცხების დაჭერას, თუმცა უმეტესად ამაოდ. დასკვნის სახით გვეუბნება, რომ მთავარი გზა არა მათი აცდენა ან დაჭერა, არამედ მსროლელის შეჩერებაა. პრევენცია - სწორედ ესაა ამ ტექსტის ძირითადი საზრისი. ძენ ბუდიზმში არსებობს ასეთი კონცეფციები: კენშო და სატორი. სატორი გააზრების, გაცნობიერების შედეგად ზრდას გულისხმობს და "ხანგრძლივი სიცოცხლის" გამოცემით სწორედ ასეთ გზაზე ვიწვევთ მკითხველს თანამგზავრად. კენშო ტკივილის შედეგად ზრდას აღნიშნავს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ და მსგავსი ლიტერატურის გაცნობით ადამიანებს დაავადებებისა და დაავადებებით გამოწვეული ტკივილის თავიდან აცილებაში დავეხმაროთ.
"ხანგრძლივ სიცოცხლეში" მკითხველები აღმოაჩენენ:
"ლურჯი ოკეანე" 2015 წლიდან დღემდე უკონკურენტოა საქართველოში ბიზნესლიტერატურის მიმართულებით. 2020 წლიდან უკვე მეორეული საგამომცემლო ხაზიც, ე.წ Self-help მიმართულებაც დავამატეთ. სიახლე არაა, რომ ქართული საგამომცემლო სფერო, მკითხველის მოთხოვნები და მოლოდინები გარკვეულწილად იმეორებს და მიჰყვება საერთაშორისო სიახლეებს. პიტერ ატიას "ხანგრძლივი სიცოცხლე" გამოცემის დღიდან დღემდე (85 კვირის განმავლობაში) New York Times-ის ბესტსელერების სათავეშია. სწორედ ამ წიგნის პოპულარობამ და თემის აქტუალურობამ განაპირობა "პანაცეას" დაწყებაც. შესაბამისად, "ლურჯი ოკეანე" ყოველთვის იქაა, სადაც სიახლე, შთაგონება და ღირებული იდეების გავრცელების შესაძლებლობა ჩნდება.
შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხანგრძლივობა იმაზე მეტადაა ჩვენზე დამოკიდებული, ვიდრე გვგონია. ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია დავადგეთ ცხოვრების ახალ გზას, რომლის მეშვეობითაც მოლოდინებს გადავაჭარბებთ და ყოველ ათწლეულს წინაზე უკეთესად ვაქცევთ.
R