3 მარტს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში, "ოსკარის" რიგით 97-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. უამრავი მაყურებლის, ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის ყურადღება წითელი ხალიჩისკენ იყო მიმართული. ვარსკვლავების დასამახსოვრებელი გამოსვლები ვიხილეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ულამაზესი კოსტიუმები, საგანგებოდ შერჩეული აქსესუარები და სამკაულები იქცევდა. თუმცა, ზოგიერთი ვარსკვლავის გარდასახვა იმდენად შესამჩნევი და გასაოცარი იყო, რომ დაჯილდოების მთავარ გამარჯვებულად არაერთმა მაყურებელმა "ოზემპიკი" გამოაცხადა...
"ოსკარის" შემდგომ წვეულებაზე ვარსკვლავები ულამაზესი კოსტიუმებით გამოჩნდნენ. წლებია, მსახიობები, მოდელები, ცნობილი ადამიანები სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ სტერეოტიპებს აქტიურად ეწინააღმდეგებიან. ბევრი მათგანი ბუნებრივ დაბერებას ირჩევს, განსაკუთრებულ ყურადღებას წონასა და სხვა პარამეტრზე აღარ ამახვილებს. თუმცა, როგორც ჩანს, "სრულყოფილი სხეულის" სურვილი ყველამ ვერ დაძლია. დასავლური მედია უკვე თვეებია, წერს, რომ ცნობილი ადამიანები წონაში დაკლების მიზნით, "ოზემპიკს" იყენებენ. პრეპარატი, რომელიც დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, სწრაფ შედეგს იძლევა, თუმცა უამრავი გვერდითი მოვლენა აქვს და შესაძლოა, სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
მიუხედავად არაერთი კვლევისა, რომ გასახდომი ინიექციები გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს, ჰოლივუდის ვარსკვლავები მათზე უარის თქმას არ აპირებენ. ზოგიერთი პირდაპირ საუბრობს, რომ წონაში სწრაფად და ეფექტურად "ოზემპიკის" დახმარებით დაიკლო. ზოგი კი ამ ფაქტს მალავს.
2025 წლის დაჯილდოების სეზონმა ხაზი მხოლოდ ერთ რამეს გაუსვა: სიგამხდრე ინდუსტრიას ისევ მართავს და ბუნებრიობის იდეა რაც არ უნდა პოპულარული იყოს, ბევრი ცნობილი ადამიანი მაინც ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდობა და მოხდენილი ფიგურა რაც შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
როგორც პრესაში წერენ, 2025 წლის "ოსკარის" დაჯილდოებისათვის "ოზემპიკმა" ყველა რეკორდი მოხსნა. ბევრი ვარსკვლავის საოცარი ტრანსფორმაცია ვიხილეთ. განაგრძეთ კითხვა