ორთაჭალაში 5 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, ვალენტინა ასიტაშვილი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, "ნიუჰოსპიტალში" გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში ამბობენ, დაშავებულს ოპერაცია ოპერატიულად ჩაუტარდა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, ორთაჭალაში, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და ფეხით მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა, დაზიანდა სამი ავტომობილიც. ადგილზე დაიღუპა ძაღლი, რომელიც დაშავებულ ქალბატონს ხელში ეჭირა.. "იორკის" ჯიშის პატარა ძაღლი ეჭირა ხელში, ადგილზე დაიღუპა ძაღლი და დაშავდა ორი ადამიანი. ჩემი მეზობელი შოკირებული იყო. შეესწრო ამ ფაქტს და თვითონაც სასწაულად გადარჩა. ამბობს, თვალებიდან არ ამომდის, როგორ ფანტანივით სდიოდა სისხლი დაშავებულსო. მერე ითქვა, რომ მოკვეთეს მას ფეხიო. ახლა გავიგეთ, რომ გარდაცვლილა, ასეთი დაუცველი არ უნდა იყოს ფეხით მოსიარულე, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას",- ამბობს ადგილობრივი.
ამ შემზარავ ავარიას ხალხის პროტესტი მოყვა. იმ ქუჩის მაცხოვრებლებმა აქციაც გამართეს. ისინი ქალაქის მერიას, ადგილობრივ გამგეობას მოუწოდებენ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ მსგავსი ტრაგედიები არ დატრიალდეს. ხალხი შეშფოთებულია, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, ადრე იმ ადგილას ქვეითი დაიღუპა. 2023 წელს დაგორდა სატვირთო მანქანა და მაშინ მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივები თვლიან, რომ დაუცველები არიან. განაგრძეთ კითხვა