10 რამ, რაზეც არ ლაპარაკობენ ჩვენი დედები... - მშობლები

10 რამ, რაზეც არ ლაპარაკობენ ჩვენი დედები...

2015-04-06 03:50:51+04:00

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს არ გადაუტანიათ მას თქვენ გამო ხშირად უტირია

იგი ტიროდა, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო. ტიროდა მშობიარობის დროს. ტიროდა, როდესაც პირვალად ჩაგიხუტა. ტიროდა ბედნიერებისგან. ტიროდა, იმიტომ, რომ ეშინოდა და ნერვიულობდა შენ გამო.

მას სტკიოდა

მას სტკიოდა, როდესაც ძუძუს გაჭმევდა. საშინლად სტკიოდა მუცელი და წელი, როდესაც იბადებოდი. შენი ამქვეყნად მოვლინება მისთვის საშინელ ტკივილთანაც ასოცირდება.

რამდენჯერ თვითონაც სდომებია ის გემრიელი ნამცხვარი

მართლა ბევრჯერ სდომებია თვითონაც ის გემრიელი ნამცხვარი, ან ხორცის ნაჭერი. მაგრამ ყოველთვის უკან იხევდა და საკუთარ სურვილებზე უარს ამბობდა, რადგან შვილის დაპურება მისთვის პირველ ადგილზე იყო.

იგი ყოველთვის განიცდის თქვენ გამო

ჩასახვის მომენტიდან იგი აკეთებდა ყველაფერს, რათა დაცული ყოფილიყავი. მისი გული სიხარულით აფორიაქდა, როდესაც შენ პირველი ნაბიჯები გადადგი. ის არ ხუჭავდა თვალს, სანამ არ დაბრუნდებოდი სახლში უვნებლად და იღვიძებდა ყველაზე ადრე, რათა გაეცილებინე სკოლაში. ის მუდამ შენ გვერდით არის, რათა დარწმუნებული იყოს, რომ წესრიგში ხარ.

მან იცის, რომ არ არის იდეალური

დედა თვითონ არის თავისი თავის კრიტიკოსი. მან იცის თავისი უარყოფითი მხარეები და ზოგჯერ ვერც იტანს საკუთარ თავს. ყველაფერი რთულდება, როცა საქმე შენ გეხება. მას უნდოდა ყოფილიყო იდეალური დედა, ყველაფერი სწორად გაეკეთებინა, მაგრამ ის ადამიანია და ამიტომაც უშვებდა შეცდომებს. მას მთელი გულით უნდა, რომ უკან დააბრუნოს დრო და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ იყავი გულისხმიერი დედის მიმართ.

ის ყურადღებას გაქცევთ მაშინაც, როცა გძინავთ

იყო ისეთი ღამეებიც, როცა დედა შენს საწოლთან იჯდა და ლოცულობდა, რომ ჩაგძინებოდა. ის გიმღეროდა იავნანას, თუმცა თვითონ თვალები ეხუჭებოდა. როდესაც ჩაგეძინებოდა, შენ გვერდით იწვა და უყურებდა შენს სახეს და მაშინვე ავიწყდებოდა დაღლა და უძილობა.

ის 9 თვეზე უფრო დიდხანს გატარებდათ

მან ისწავლა შენი ხელში დაჭერა, როცა ალაგებდა სახლს, აკეთებდა საჭმელს. ხელები ეღლებოდა, ზურგი აუტანლად სტკიოდა... ის გიხუტებდა, გეთამეშებოდა . შენ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს მის ხელში, ამიტომ აჰყავდი ხელში იმდენჯერ, რამდენჯერაც შენ ამას მოისურვებდი.

ყოველ ჯერზე, როცა ტიროდი, გული უსკდებოდა

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ბავშვის ტირილის გაგონება. ის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო და როცა ამას ვერ ახერხებდა, გული ეგლიჯებოდა.

შენ მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე ხარ

მას შეუძლია გაძლოს საჭმლის, ძილისა და შხაპის გარეშე. ის ყოველთვის აყენებდა შენს მოთხოვნებს ყველაფერზე მაღლა. ის მთელ დღეს გითმობდა და დღის ბოლოს არაფრის ძალა აღარ ჰქონდა. მაგრამ მეორე დილით იღვიძებდა და ყველაფერს ისევ თავიდან აკეთებდა. იმიტომ, რომ შენ მისთვის ყველაფერს ნიშნავდი.

ის ამას თავიდან გაივლიდა

ყველაზე რთული სამსახურია იყო დედა. თქვენ ტირით, გტკივათ, თქვენ ცდილობთ, მაგრამ ბოლომდე ყველაფერს ვერ ასწრებთ. ამასთან, გრძნობთ იმხელა სიხარულს და სიყვარულს, რომ თქვენი გული ვერ იტევს ამხელა ემოციას...

მიუხედავად ტკივილისა, უძილო ღამეებისა, რისი გადატანაც მოუწია დედას, ის სიამოვნებით გადაიტანდა ამას ისევ, რადგან ეს ამად ღირდა. ამიტომ შემდეგში, როცა კი დაინახავთ თქვენს დედას, უბრალოდ უთხარით მადლობა. უთხარით, რომ გიყვართ. იგი არც ისე ხშირად ისმენს ამ სიტყვებს.