57 წლის კარლა ბრუნი ძელზე ცეკვას სწავლობს - ქმრის გასამართლების შემდეგ ასე ცდილობს დროის მოკვლას საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი - მშობლები

57 წლის კარლა ბრუნი ძელზე ცეკვას სწავლობს - ქმრის გასამართლების შემდეგ ასე ცდილობს დროის მოკვლას საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი

2025-03-07 22:29:42+04:00

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ცოლმა, 57 წლის კარლა ბრუნიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, თუ როგორ სწავლობს ძელზე ცეკვას. "ეს ძალიან კარგი საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად. ჯერჯერობით მთელი სხეული მტკივა", - წერს ყოფილი მოდელი კარლა ბრუნი.

original-1-1741372988.webp

ცნობისათვის, კარლა 16 წელია ნიკოლა სარკოზის ცოლია. მოდელისთვის ეს პირველი ქორწინებაა, ნიკოლასთვის კი ის მესამე მეუღლეა. წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს - 13 წლის ჯულია.

fotojet-31-14-1741372988.webp

კარლას ასევე ჰყავს ზრდასრული ვაჟი წარსული ურთიერთობიდან. ხოლო 70 წლოს ნიკოლას სამი ვაჟი ჰყავს წინა ორი ქორწინებიდან.

ბოლო პერიოდში წყვილი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. შარშან სასამართლომ სარკოზი კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. ძიების თანახმად, სარკოზიმ მოსამართლის მოსყიდვა სცადა, რათა საიდუმლო ინფორმაცია შეეტყო მისი "ლორეალის" მფლობელის ლილიან ბეტანკურის კომპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე. სარკოზის ორი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, კიდევ ერთი წელი კი ელექტრონული სამაჯურით უნდა იაროს.

15642976-0-image-a-25-1562264352344-1741373223.jpg