"ქალბატონებო, იყავით გამგებნი, მოალერსენი... მოეფერეთ ყველას. თქვენი მოფერება აკლიათ მამაკაცებს... გვითხარით კარგი სიტყვა, იქნება ცოტა დავჭკვიანდეთ..." - 94 წლის შალვა ამონაშვილის სარვამარტო მიმართვა - მშობლები

"ქალბატონებო, იყავით გამგებნი, მოალერსენი... მოეფერეთ ყველას. თქვენი მოფერება აკლიათ მამაკაცებს... გვითხარით კარგი სიტყვა, იქნება ცოტა დავჭკვიანდეთ..." - 94 წლის შალვა ამონაშვილის სარვამარტო მიმართვა

2025-03-08 12:34:41+04:00

ცნობილი პედაგოგი, ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი 94 წლის გახდა. სწორედ რვა მარტს აქვს მას დაბადების დღე და სარვამარტო მილოცვა მის დაბადების დღეზე ქალბატონებისთვის ჩაწერა:

"გილოცავთ ქალბატონებო, დებო, შვილებო, შვილიშვილებო... იყავით გამგებნი, მომთმენნი, მოალერსენი, მოსიყვარულენი. დაივიწყეთ გაღიზიანება, სიბრაზე, სიმკაცრეები. მოეფერეთ ყველას. თქვენი მოფერება აკლიათ მამაკაცებს, აკლია საქართველოს. იმიტომაა, რომ ახლა ბევრი გაუგებრობა გვაქვს, არავინ არ გვეფერება. ერთმანეთს უხეში ენითა და უხეში ქცევით თუ ვხვდებით. თქვენი ჭირიმე, მოგვეფერეთ კაცებს. ყველა კაცს, ოჯახში, ოჯახს გარეთ, გვითხარით კარგი სიტყვა, მოგვიწონეთ რაღაც, და იქნება ცოტა დავჭკვიანდეთ. ბედნიერები იყავით თქვენი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით და იამაყეთ იმით, რომ კარგი ქვეყანა გვაქვს და შვილებიც კარგი გაეზრდება ჩვენს ქვეყანას".

როგორ მოვიქცეთ, რომ შვილმა არაფერი დაგვიმალოს? დაუმეგობრდით... დედა და მამა ყოველთვის იქნებით, ახლა მათ მეგობარი, და, ძმა სჭირდებათ... უამბეთ თქვენი ამბები... - შალვა ამონაშვილის რჩევა მშობლებს
არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო... - შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს