მონიკა ბელუჩის უმცროსი გოგონა აღარ იმალება - 14 წლის ლეონი სულ უფრო აქტიურად ჩნდება საჯაროდ - მშობლები

მონიკა ბელუჩის უმცროსი გოგონა აღარ იმალება - 14 წლის ლეონი სულ უფრო აქტიურად ჩნდება საჯაროდ

2025-03-12 12:41:52+04:00

მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილი დევა კასელი რა ხანია, მსოფლიომ გაიცნო, როგორც წარმატებული მოდელი. გოგონამ მსახიობობაც სცადა ბოლო დროს. უმცროსი გოგონა ლეონი აქამდე ნაკლებად ჩნდებოდა საჯაროდ და მშობლებიც მის სურვილს პატივს სცემდნენ, არ დაატარებდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე თუ ბანკეტებზე. ლეონი მოკრძალებულ ცხოვრებას იყო მიჩვეული და მშობლების განქორწინების მიუხედავად, ძალიან დიდ დროს ატარებს მამასთან. ახლაც ბრაზილიაშია ვენსან კასელთან და მის მესამე ცოლ-შვილთან ერთად. როგორც ცნობილია, ვენსანს მოდელმა ნარა ბატისტამ ვაჟი გაუჩინა. მანამდე კიდევ ერთი მოდელისგან - ტინა კუნაკისგან ჰყავს კიდევ ერთი ქალიშვილი ამაზონი.

1798x2696-0xg1al9nhw-1184218700209981836-1741769511.jpg

3001x2001-0xdglm6esl-2599553640806157086-1741769511.jpg
ლეონი მამასთან ერთად
1496x2244-0xuhdcm9cy-3841881109533989598-1741769510.jpg
ლეონი და დევა

ლეონი 14 წლისაა. სკოლაში სწავლობს და მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული. ბოლო პერიოდში ტიკ-ტოკზე გამოჩნდა და მის ვიდეოებს საკმაოდ ბევრი ნახვა და მოწონება აქვს.

ლეონი 2010 წლის მაისში დაიბადა. როცა მონიკა და ვენსანი გაიყარნენ, 3 წლის იყო. გოგონა დედასთან დარჩა, თუმცა ის და მისი და ხშირად ნახულობენ მამას.
103d026d4274b7aa88ad46330e0ded13-1741769510.jpg2237x3355-0xqpip9as1-0625570045018068745-1741769511.jpg5bb4454e-deca-4b1d-828a-b718fb65c2c8-1741769510.jpgcapture-decran-2024-11-29-1741769512.jpgleoni-1-1741769512.jpg
60 წლის მონიკა ბელუჩის შეცვლილი იმიჯი - ვარსკვლავი მეგობარ მამაკაცთან ერთად, გაღიავებული თმით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე
20 წელი გავიდა მას მერე, რაც ბედნიერ და ამაყ მამად მაქციე... - ცნობილი მშობლები დევა კასელს ემოციური ფოტოებით ულოცავენ იუბილეს