უკრაინაში მოღალატედ გამოცხადებული ანი ლორაკი ესპანელ მსახიობზე დაქორწინდა, რომელმაც მის გამო ცოლ-შვილი მიატოვა - კადრები საიდუმლო ქორწილიდან - მშობლები
ცნობილი უკრაინელი მომღერალი ანი ლორაკი (ნამდვილი სახელი - კაროლინა კუეკი) უკრაინული და რუსული ესტრადის ვარსკვლავია. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც რუსეთში დარჩა, რის გამოც სამშობლოში მოღალატედ გამოაცხადეს. ცოტა ხნის წინ, 46 წლის ასაკში მეორედ იქორწინა და მალდივებზე გამართული საიდუმლო ქორწილის ფოტოები და ვიდეო ახლა გამოაქვეყნა.
მისი რჩეული ესპანელი მსახიობი, მოდელი, ველნეს-ექსპერტი და იოგას ინსტრუქტორი, 48 წლის ისააკ ვიჯრაკუა. ანის თქმით, ქორწილის რეგისტრაციას ესწრებოდნენ ისააკის უფროსი ქალიშვილი და ლორაკის ძმა. მისმა 13 წლის შვილმა სოფიამ სკოლა ვერ გააცდინა. ლორაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი ქორწილი 200-კაციანი ჰქონდა და ახლა უფრო მოკრძალებული და ინტიმური ცერემონია ამჯობინა.
ანი ლორაკის რჩეულზე ბევრი ჭორი დადის, იმასაც ამბობენ, რომ ალფონსია. თუმცა ლორაკს ჭორები არ აღელვებს.
ოფიციალურად, ისააკი ბარსელონაშია დაბადებული, ინტერნაციონალურ ოჯახში. დედამისი ესპანელი იყო, მამა - ტოგოდან. ამიტომ ხშირად ხუმრობს, რომ აფრიკელი შამანია. ახალგაზრდობიდან მოდელობს, კონკურს "მისტერ ესპანეთი 2002“-ის გამარჯვებულიც არის. მონაწილეობდა რეალურ შოუებში და სერიალებში.
ბოლო დრომდე იბიცაზე ცხოვრობდა ცოლთან და ორ შვილთან ერთად, თუმცა გავრცელებული ხმების თანახმად, ლორაკის გამო მიატოვა ცოლ-შვილი და ოჯახი დაანგრია.
რაც შეეხება ანი ლორაკს, ის უკრაინაშია დაბადებული, 2008 წელს უკრაინა წარადგინა "ევროვიზიაზე". 2019 წლამდე იყო დაქორწინებული თურქ მურატ ნალჩაჯიოღლუზე, რომელიც, სხვათა შორის, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დარჩა. მაშინ, როცა მისმა ყოფილმა ცოლმა რუსეთი არჩია, რის გამოც უკრაინაში მოღალატედ გამოაცხადეს და სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.
ანი და მურატი
წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - 13 წლის სოფია ნალჩაჯიოღლუ, რომელიც კიევშია დაბადებული და იქვე მონათლეს, მისი ნათლიები კი ფილიპ კირკოროვი და უმაღლესი რადას დეპუტატი ირინა ბერეჟნაია არიან.
სოფია დედასთან ცხოვრობს, მოსკოვში სწავლობს გიმნაზიაში.