ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ადამიანის ასაკთან და იმ სტერეოტიპებთან დაკავშირებით საუბრობს, რომლებსაც საზოგადოება ხშირად აწესებს:
- შენ ცხოვრებას არ უნდა მორჩე იმიტომ, რომ შენი დაბერება განისაზღვრება არა ასაკით, არამედ იმ წინადადებით, როცა იტყვი: "რაღა დროს ჩემი ეგ არის?!" ამიტომ, შენ შეგიძლია, ნახო 25 წლის ბებერი და 70 წლის ახალგაზრდა. საქართველოში საზოგადოება ასაკის ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს. შენ რომ თქვა, რომ "ბებიაჩემი გათხოვდა", შენი მეგობრების ნახევარი სიცილით მოკვდება. რაც გერმანიაში ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოება ადამიანს, რომელიც ასაკშია, არ აძლევს უფლებას, რომ იცხოვროს. იტყვიან - "რა არის, ამხელა კაცი რამ გააგიჟა?!"