"მე-17 კვირა... მე-3 თვიდან ვარჯიში სტაბილურად განვაახლე..." - ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილის მოლოდინში (ვიდეო) - მშობლები

"მე-17 კვირა... მე-3 თვიდან ვარჯიში სტაბილურად განვაახლე..." - ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილის მოლოდინში (ვიდეო)

2025-03-15 11:09:09+04:00

როგორც ცნობილია, ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილს ელოდება. ეს მისი და მისი მეუღლის - სპორტსმენისა და პოლიტიკოს დავით კაჭარავასთვის მეორე საერთო შვილი იქნება. მათი პირველი ვაჟი ილია ახლახან გახდა ერთი წლის.

snapinsta-1742023425.app_482878954_18488833843020080_4213018855434206288_n_1080.jpg

snapinsta-1742023425.app_483750466_18490497466020080_7504523798013152260_n_1080.jpgsnapinsta-1742023426.app_483950666_18490497511020080_7944447211469697593_n_1080.jpgsnapinsta-1742023426.app_484056029_18490498678020080_3595246927995460885_n_1080.jpg

წინა ქორწინებებიდან ორივეს ჰყავს უფროსი შვილები.

მესამე ორსულობის შესახებ ქეთიმ ცოტა ხნის წინ აუწყა საზოგადოებას, როცა სქესის გაგების ოჯახური ცერემონიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ წყვილი გოგონას ელოდება.

keti-1741460193.png

ქეთი ორსულობის მეოთხე თვეშია და როგორც წინა ორსულობისას, ახლაც აქტიურად ვარჯიშობს. ვიდეოებს სხვა ორსულებსაც უზიარებს და რჩევებს აძლევს, როგორც გამოცდილი სპორტსმენი.

"მე-17 კვირა.

მე-3 თვიდან ვარჯიში სტაბილურად განვაახლე და კვირაში 2 დღე ვვარჯიდობ. ყველა მოძრაობას ვაკეთებ 10-10 ჯერ, 2 წრეს. შესვენებებით და ნაჭამზე, თორემ ისე თაბრუ მეხვევა.

გახსოვდეთ, მთავარია, მიიღოთ სიამოვნება და არა დაღლა. თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".