მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანის გადავარდნის ფაქტს:
"ღამის საათებში დიდი რბოლები რომ იმართება ცენტრალურ ქუჩებზე, ალბათ გინახვათ თქვენც! მაგალითად აბაშიძის ქუჩაზე გუშინ ღამით რამდენიმე მანქანამ ისეთი სისწრაფით ჩაიარა, იმედია სახლში მშვიდობით მივიდა და არავინ დაუზიანებია! ამ დროს სად არის პატრული? ყოველ ღამე ასეა! ასევე დიღმის ტრასაზე საშინელი სისწრაფით დადიან მანქანები! მგონი მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს პატრულმა ღამის საათებში და უფრო მეტნი უნდა იყვნენ იმ ქუჩებზე, სადაც რბოლები აქვთ მოწყობილი!"