რამდენი დასვენების დღე დარჩა სწავლის დასრულებამდე და როდის ითხოვენ პირველკლასელებს? - მშობლები

რამდენი დასვენების დღე დარჩა სწავლის დასრულებამდე და როდის ითხოვენ პირველკლასელებს?

2025-03-16 21:38:53+04:00

სასწავლო წლის დასრულებამდე შემდეგი უქმე დღეები დარჩა:

  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.

2025 წელს სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღი - 15 ივნისი - კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს, პარასკევს დასრულდება.

თამარ იაკობაშვილი