საყლაპავ მილში უცხო სხეულის მოხვედრის სიმპტომები ერთის მხრივ ადვილი შესამჩნევია: შფოთვა, ღებინების შეგრძნება, ნერწყვდენა, საკვების ან სითხის ჩაყლაპვის შეუძლებლობა. მაგრამ ზოგჯერ ასეთი უცხო სხეულები სასუნთქი სისტემის პრობლემებით ვლინდება: ხველა, ქოშინი. ცოტა მოგვიანებით შეიძლება ტემპერატურამაც აიწიოს.
ასეთ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი არ ეცადოთ უცხო სხეულის ამოღებას საკუთარი ძალებით ან უკან ჩაწევას, რათა ჩაიყლაპოს. ამან შეიძლება ექიმების მუშაობაც გაართულოს და გართულებებიც გამოიწვიოს.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - ფრთხილად გადაატრიალეთ ბავშვი თავით ქვემოთ და მსუბუქად დაარტყით ზურგზე ბეჭებს შორის. ამგვარად უცხო სხეული შეიძლება პირიდან გადმოვარდეს.
პარალელურად აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, შემთხვევის შესახებ შეტყობინება და ბავშვის სიმპტომების აღწერა. უკიდურეს შემთხვევაში საჭიროა უახლოეს საავადმყოფოში წასვლა, სადაც 24-საათიანი ენდოსკოპიური დახმარების შესაძლებლობა აქვთ.
ყველაზე საშიში უცხო სხეულებია ბატარეები და მაგნიტური ბურთულებია, განსაკუთრებით კი - მათი ერთდროული არსებობა ორგანიზმში.
ბატარეები საშიშია, პირველ რიგში, ხახაში და საყლაპავ მილში გაჩერებისას. სწორედ აქ არის ქსოვილებთან ყველაზე დიდი შემხებლობა და ნერწყვის დიდი რაოდენობის გამო ელექტროლიზის რეაქცია და დამწვრობა წარმოიქმნება. ამ ყველაფერს კი შეუქცევადი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ, ფატალური გამოსავლის ჩათვლით, ამიტომ ბატარეები საყლაპავი მილიდან სასწრაფო წესით უნდა ამოიღონ.
მაგრამ ელემენტი უფრო ღრმად ჩავარდა, მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა განყოფილებებში ჩარჩენის ალბათობა მინიმალურია. ამიტომ მსგავს შემთხვევებში ექიმები უმეტესად ბავშვებზე დინამიკაში დაკვირვებას ამჯობინებენ.
მაგნიტური ბურთულები საშიშია მაშინ, თუ რამდენიმე მათგანს ერთად ჩაყლაპავს. ასეთ შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტიური მუშაობის მიუხედავად, მაგნიტები შეიძლება შეერთდნენ და ნაწლავში წარმოქმნან საცობი, რაც უფრო რთულ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
პატარა ზომის გამო მაგნიტები ჩვეულებრივ სწრაფად გადაადგილდებიან სხეულში და მერე მათი დაჭერა ენდოსკოპიურად უკვე შეუძლებელია. ასეთ ბავშვებს ქირურგიები სტაციონარში აკვირდებიან, სანამ ყველა მაგნიტური ბურთულა განავალთან ერთად გარეთ არ გამოვა.