"ღორის გრიპმა 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა... ორი დღე იყო ცუდად... ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ" - რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი - მშობლები

"ღორის გრიპმა 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა... ორი დღე იყო ცუდად... ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ" - რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი

2025-03-18 08:55:10+04:00

ვირუსული ინფექციის გართულებით სიღნაღში 13 წლის გოგონა,ანა კიკილაშვილი გარდაიცვალა. ბავშვი სოფელ ჯუგაანის სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ირკვევა, მოზარდი დედამ იმ დღეს ოჯახის ექიმთან მიიყვანა, ექიმმა ურჩია ცენტრალურ კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ მალე ისე დამძიმდა ანას მდგომარეობა, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

სასწრაფომ გოგონა ჯერ წნორში, "არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. გოგონა თბილისში ჩამოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ამბობენ, ბავშვი სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანა.

  • "ეს იყო H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულება", - ამბობს "არქიმედეს" კლინიკის დირექტორი,ოთარ რუხაძე.

მომხდარ ტრაგედიაზე Ambebi.ge-ს სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ბოლაშვილი ესაუბრა: განაგრძეთ კითხვა

როგორი სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს (H1N1) და როგორია მკურნალობის სწორი მეთოდი?
ღორის გრიპი ბავშვებში - რატომ არ მოქმედებს ეფექტურად სიცხის დამწევი მედიკამენტები და რა მაჩვენებელი ითვლება მედიკამენტის მოქმედების ნორმად