"ანა-მარია 5 წელია, ფანდურზე დადის. სახლში რომ მოდის, მეცადინეობს, ევა უსმენს და უსწავლია" - სოციალურ ქსელში პოპულარული მომღერალი დების სასიამოვნო შესრულება - მშობლები

"ანა-მარია 5 წელია, ფანდურზე დადის. სახლში რომ მოდის, მეცადინეობს, ევა უსმენს და უსწავლია" - სოციალურ ქსელში პოპულარული მომღერალი დების სასიამოვნო შესრულება

2025-03-18 14:35:52+04:00

სოციალურ ქსელში პოპულარული დები - ევა და ანა-მარია ბუთიაშვილები დედასთან, ფიქრია ბუთიაშვილთან ერთად გადაცემაში "პოსტალიონი" იყვნენ სტუმრად. გოგონებმა სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს და მაყურებელს დადებითი განწყობა შეუქმნეს:

ფიქრია ბუთიაშვილი: ანა-მარია 5 წელია, ფანდურზე დადის. სახლში რომ მოდის, მეცადინეობს, ევა უსმენს და უსწავლია.

ანა-მარია: გიტარაზე სწავლა ახლა დავიწყე. 1 წელია, რაც დავდივარ.

ფიქრია ბუთიაშვილი: ყოველდღიურად ადრე ვდგებით, ევა ბაღში მიმყავს. ანა-მარია - სკოლაში. სხვადასხვა საგანში ემზადება, ფანდურზე დადის...

ანა-მარია: მინდა, მსახიობი გამოვიდე. ასევე, მინდა, ჩემი სტუდია მქონდეს. ვისაც საშუალება არ აქვს, ფულს არ გადავახდევინებ.

ანა-მარია გიტარასა და ფანდურზე უკრავს და გოგონებმა გადაცემაში 2 სიმღერა შეასრულეს, რაც შეგიძლიათ, ვრცლად გადაცემაში ნახოთ: