სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ყველა ტომი 10 ლარად - არ გამოგრჩეთ განსაკუთრებული შეთავაზება - მშობლები

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ყველა ტომი 10 ლარად - არ გამოგრჩეთ განსაკუთრებული შეთავაზება

2025-03-21 14:33:08+04:00

გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, რომელიც მუდმივად წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდას ცდილობს, მკითხველს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა. 24-დან 30 მარტის ჩათვლით სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ თითოეული ტომი 1 კვირის განმავლობაში 10 ლარად გაიყიდება. ვისაც სურს სრული სერია ჰქონდეს სახლში ან რომელიმე კონკრეტული ტომი არ აქვს შეძენილი, საოჯახო ბიბლიოთეკის შესავსებად შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა.

სერიის ფარგლებში გამოცემულია:

  • "უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)", ანე ფრანკი
  • “მხევლისწიგნი”, მარგარეტეტვუდი
  • “ქალიხავერდისყელსაბამით”, ალექსანდრედიუმა
  • “არასოდესგამიშვა”, კაზუოიშიგურო
  • “ნიუიორკულიტრილოგია”, პოლოსტერი
  • “ვიდრეჰხვალ?”, ჰენრიკსენკევიჩი
  • “სასაკლაო 5”, კურტვონეგუტი
  • “პროცესი”, ფრანცკაფკა
  • “ილიადა”, ჰომეროსი
  • “მძიმედროება”, ჩარლზდიკენსი
  • “ემა”, ჯეინოსტინი
  • “დედისოთახი”, ნაირაგელაშვილი
  • “ესეიტყოდაზარატუსტრა”, ფრიდრიხნიცშე
  • „მკვდარისულები“, ნიკოლაიგოგოლი
  • „უვიცი ფილოსოფოსი“, ვოლტერი

სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამომცემლობის მასშტაბური პროექტის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გაგრძელებაა 15 წლის შემდეგ. კვლავ ფართო საზოგადოების ჩართულობითა და მკითხველის აქტიური მონაწილეობით შეირჩა 15 წიგნი, რომელიც თვეში ერთხელ გამოიცემოდა და განსაკუთრებულ ფასად იყიდებოდა. 17 მარტს სერიის ბოლო ტომი, ვოლტერის „უვიცი ფილოსოფოსი“ გამოიცა და სწორედ ამ მომენტის აღსანიშნავად „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, სერიის ყველა წიგნი სააქციო ფასად შეეთავაზებინა მკითხველისთვის.

484250457-1702672437791894-6619259915494994655-n-1742553329.jpg

15-ტომეული მკითხველს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, თვალი მიადევნოს თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებს და მეორე მხრივ, არ დაივიწყოს კლასიკური ლიტერატურა. დიდი ყურადღებითა და მაქსიმალური ჩართულობით შერჩეულ თითოეულ წიგნზე მკითხველის ინტერესი და გამოხმაურება საკმაოდ მაღალია.

R