ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, ბუნკერები... როდის ელოდებიან საფრთხეს? - მშობლები

ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, ბუნკერები... როდის ელოდებიან საფრთხეს?

2025-03-22 13:48:35+04:00

“ევროპა “გადარჩენის გზამკვლევებით“, ბირთვული ბუნკერებით და სამხედრო გაწვევის გეგმებით, მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება,“ - ამის შესახებ გამოცემა thesunწერსდა კონტინენტზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ კონტინენტი ხელახლა იარაღდება, რადგან არის საშიშროება, რომ ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წელიწადში დაიწყებს ომს, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ევროპიდან განდევნის და რუსეთის იმპერიას აღადგენს.

ევროკავშირი თვლის, რომ შესაძლოა რუსეთმა შეტევა 2030 წელს განახორციელოს.

“ბლოკი უნდა მოემზადოს მოსკოვთან სრულმასშტაბიანი ომისთვის,“ - წერს გამოცემა. ქვეყნები ამზადებენ თავიანთ მოქალაქეებს სასტიკი ბრძოლისთვის და ბრიტანეთს მოუწოდებენ შეუერთდეს ევროპულ ქვეყნებს.

საფრანგეთმა შეჭრის შემთხვევაში თავისი მოქალაქეებისთვის გადარჩენის სახელმძღვანელოც გამოსცა.

  • 20 გვერდიანი ბუკლეტი საფრანგეთის მოქალაქეებს ურჩევს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავები და საყვარელი ადამიანები შეიარაღებული შემოჭრის, ბირთვული ავარიის ან სხვა სახიფათო შემთხვევებში. განაგრძეთ კითხვა