ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი გამომწერებს ისპანახის მომზადების მისეულ მეთოდს უზიარებს. იმისთვის, რომ ნიგვზიანი ისპანახის მხალი ცოცხალი, ხასხასა და ვიტამინებით სავსე დარჩეს, ბატონი ალეკო ვიდეორეცეპტში დაწვრილებით ხსნის პროცესს.
" საქართველოში ყველა დიასახლისმა იცის, როგორ მოამზადოს ისპანახი. ახლა ჩემებური მეთოდით ვცადოთ.ვყრი მარილიან მდუღარე წყალში. ვამატებ 1 სუფრის კოვზ სოდას. მისცემს ხასხასა მწვანე ფერს. ნუ გეშინიათ, სოდის გემო არ გაჰყვება. პერიოდულად ამოვურიოთ. ოდნავ წამოდუღდება თუ არა ( არ არის საჭირო, იდუღოს, ორთქლი და ოდნავ ბუშტუკების გაჩენა საკმარისია, რომ არ ჩაგვეხარშოს) , ამოვიღებთ და ცივ წყალში ჩავყრით, რათა ხარშვის პროცესი შევაჩეროთ. იცოდეთ, რომ ხარშვის პროცესი ქვაბიდან ამოღების შემდეგაც მიმდინარეობს. ყინულებიან წყალში თუ ჩაყრით, უკეთესია.ამ მეთოდით მომზადებული ისპანახი გაწურვისას არ შეილახება.გავაგრილოთ კარგად" - ამბობს ალეკო ჯავაშვილი, რომელიც ნიგვზიანი ისპანახისთვის დაბეგვილ ნიგოზს იყენებს.
დაწვრილებით რეცეპტი იხილეთ ვიდეოში.