წლების განმავლობაში ყველა მშობელი ხვდება, რომ განათლება, განვითარება და ინტელექტი არაფრის მომცემია, თუ ბრძოლისუნარიანობა და მიზანდასახულობა არ ახლავს, თუ ფარ-ხმალს მალე ყრი, დიდ გამარჯვებებს ვერ მოიპოვებ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ნებისყოფა, მიზანსწრაფულობა და ბრძოლის უნარი თავიდანვე განუვითარდეს.
ვანესა ლობიუ - რატგერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ბავშვთა განვითარების სპეციალისტი და დედა - ხსნის, თუ როგორ დაეხმაროთ მშობლებს ბავშვებს მოთმინების განვითარებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს საშუალება მისცეთ საქმეები თავად გააკეთონ, თუნდაც ეს დროს და მოთმინებას მოითხოვდეს.
ვანესას, როგორც დედას, კარგად ესმის სკოლაში შესვლის პრობლემები. რა შეიძლება იყოს რთული იმაში, რომ ადრე ადგე, კბილები გაიწმინდო, ჩაიცვა და საუზმე გააკეთო? მაგრამ ბავშვებს მუდამ სჭირდებათ შეხსენება.
თავდაპირველად, დროის დაზოგვის მიზნით, ვანესამ ბავშვებს ფეხსაცმლის შეკვრაში ეხმარებოდა. მაგრამ მალევე შენიშნა, რომ ბავშვი თავად აღარ ცდილობდა ამის გაკეთებას.
2021 წელს Child Development-ის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ბავშვები ნაკლებად ბრძოლისუნარიანები ხდებიან, თუ მშობლები მუდმივად ერევიან მათ საქმეებში და ცდილობენ, მათ მაგივრად აკეთონ ბევრი რამ.
ექსპერიმენტი აჩვენებდა, რომ იმ ჯგუფის ბავშვებს, რომლებსაც უფროსები თავად უკეთებდნენ საქმეს, შემდგომ აღარ ჰქონდათ სურვილი დამოუკიდებლად გაეკეთებინათ რაიმე.
2020 წლის კვლევამ კიდევ უფრო მეტი დაადასტურა: მშობლების ჩარევა ამცირებს ბავშვების ნებისყოფას მთელი ცხოვრების მანძილზე. ოთხ-ხუთწლიანი ბავშვებისთვის რთული თავსატეხის შემდეგ მათ სთავაზობდნენ სხვა დავალებას - მჭიდროდ დაწებებული კოლოფიდან სათამაშოს ამოღებას. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებმა, ვისაც უფროსები ეხმარებოდნენ ყოველთვის, გაცილებით სწრაფად დაანებეს თავი კოლოფის გახსნის მცდელობას.
ბავშვები უფრო მეტ რწმენას იძენენ საკუთარ შესაძლებლობებში, როდესაც ხედავენ უფროსების მაგალითს. 2017 წელს Science-ის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ჩვილებიც კი მეტ მცდელობას იჩენენ მიზნის მისაღწევად, როდესაც ხედავენ, რომ უფროსი სწრაფად არ რეაგირებს მათ მოთხოვნებზე.
იმისათვის, რომ აღზარდოთ დამოუკიდებელი და მტკიცე ბავშვი, საჭიროა:
ფსიქოლოგ კაროლ დვეკის კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების მოტივაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აქებთ მათ. ბავშვები, რომლებსაც აქებენ მხოლოდ ნიჭის გამო ("შენ ისეთი ჭკვიანი ხარ!"), უფრო მეტად გეშინიათ რთული დავალებების. ხოლო, მათ, ვისაც აქებენ ძალისხმევისთვის ("შენ ბევრი იშრომე და ეს შედეგი გამოიღე!"), აქვთ მეტი მოთმინება და სწრაფვა გამარჯვებისკენ.